ორშაბათი, 06 აპრილი 2020 წ.  15:28 
ქვემო ქართლი - „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი „ნაციონალები“ მაჟორიტარობის კანდიდატებად წარადგინა - 04 აგვისტო 2016

"ქართულმა ოცნებამ" ქვემო ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

წალკასა და დმანისში პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატად კახა ოქრიაშვილი დაასახელა. პრემიერმა მისი წარდგენისას განაცხადა, რომ ოქრიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, თუმცა საკითხი არ განავრცო და არ ახსენა, რომ ოქრიაშვილი 2012 წელს პარლამენტში აღმოჩნდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი, დმანისის რაიონიდან. მოგვიანებით ოქრიაშვილმა ოპოზიციაში ყოფნას დამოუკიდებელი დეპუტატობა არჩია და „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ" თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა გარდაბანშიც. „ოცნებამ" არჩევანი სავალან მირზოევზე შეაჩერა. პრემიერმა მისი წარდგენისას განაცხადა, რომ მირზოევი გარდაბნის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი იყო. ამ პერიოდში კი ეკავა პრემიერის თანაშემწის თანამდებობა.

სავალან მირზოევი მიღებული კადრი იყო წინ ხელისუფლების დროსაც. მაშინ ის  რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლი გახლდათ ქვემო ქართლში. მირზოევის შესახებ ინტერნეტგამოცემა  www.tspress.ge 2013 წელს წერდა, რომ იგი  2012 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში 126-ე იყო. თავად სავალან მირზოვი კი „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან KKPRESS.GE" აცხადებდა, რომ წინა მთავრობის დროსაც მუშაობდა საჯარო სამსახურში, თუმცა ყოველთვის უპარტიო იყო. 

 

ფოტოს წყარო: www.tspress.ge

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია