ორშაბათი, 06 აპრილი 2020 წ.  16:44 
ქვემო ქართლში საზღვრისპირა ტურიზმის განვითარებისთვის პროექტი მიმდინარეობს - 14 აგვისტო 2016

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა" ქვემო ქართლში ახორციელებს ინოვაციურ პროექტს „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება." პროექტის ფარგლებში  16 ახალგაზრდა  გაივლის ერთკვირიან უფასო ტრენინგს გიდებისა და ტურ-ოპერატორებისათვის.

პროექტის ფარგლებში შეირჩა 16 გიდი, რომელსაც ტრენინგის პირველი ეტაპი უკვე ჩაუტარდათ ივნისის თვეში საქართველოში, ტრენინგების მეორე ეტაპი კი ჩატარდება სომხეთის ქალაქ დილიჟანში.  შერჩეულ  გიდებს  ტრენინგების მეორე ეტაპი დაეწყებათ 15 აგვისტოს. საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება 16 გიდი, რომელიც ერთი კვირის მანძილზე დაესწრება უფასო ტრენინგს გიდებისა და ტურ-ოპერატორებისათვის, რისი დასრულების შემდეგაც მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

ტრენინგებს გაუძღვებიან კვალიფიცირებული ექსპერტები და ტრენერები.  პროექტში მონაწილე გიდები ტრენინგების შედეგად მიიღებენ დამატებით ცოდნასა და გამოცდილებას, რაც დაეხმარებათ მათ მომავალი დასაქმებისთვის.

გიდების ტრენინგების გარდა  დილიჟანში  პროვაიდერების ტრენინგებიც  ჩატარება, რომელსაც ქვემო ქართლის მასშტაბით შერჩეული პროვაიდერები დაესწრებიან. პროვაიდერები არიან ის ადამიანები, რომლებიც ტურისტებს შესთავაზებენ სხვადასხვა სერვისებს ქვემო ქართლის მასშტაბით. ესენი არიან - სასტუმროსა და რესტორნის მფლობელები და ასევე საოჯახო სასტუმროებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები.

მიმდინარე პროექტი „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება"  ხორციელდება სინქრონულად სომხეთსა და საქართველოში. პროექტის  სამიზნე საზღვრისპირა რეგიონებია - საქართველოში ქვემო ქართლი, ხოლო  სომხეთში თავუშის რეგიონი.  პროექტის მთავარი მიზანია აღნიშნული რეგიონების თემებში  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დასაქმების ახალი პერსპექტივების შექმნა და ცხოვრების დონის ამაღლება.

 

პ.ს პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება" ვებ-გვერდის ბმულს.. 

 

ინფორმაციის წყარო: არასამთავრობო ორგანიზაცია "ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა"

 

KKPRESS.GE

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია