ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:28 
რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს - 15 სექტემბერი 2016

 

გასულ წელს, რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სპორტკომპლექსს ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

მინისტრს მასპინძლობა ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ გაუწიეს. დაათვალიერეს რუსთავის სპროტკომპლექსი და ე.წ ქიმიკების დარბაზი. ამავე შეხვედრაზე ითქვა, რომ  ქალაქის ხელმძღვანელობა კომპლექსის პირველი სართულს ჩაუტარება რეაბილიტაციას.

რუსთავის მუნიციპალიტეტმა, მართლაც, შეასრულა აღნიშნული ობიექტის რეაბილიტაციისთვის 278 ათასი ლარის ღირებულების პროექტი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გაარემონტა  სპორტკომპლექსის ადმინისტრაციული ოთახები, ფოიე, საშხაპეები, გასახდელები და სველი წერტილები. გამოიცვალა წლების განმავლობაში დაძველებული გაყვანილობები.

მიუხედავად ამ სამუშაოებისა „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს KKPPRESS.GE" - უკვე რამდენიმე დღეა ატყობინებენ, რომ რეაბილიტაციის დროს არ მოხდა სავენტილაციო სისტემის/გამწოვების დამონტაჟება საშხაპეებში, სველ წერტილებში და გასახდელებში. გვიხსნიან, რომ თამაშის შემდეგ 12 საშხაპეში გუნდის შესვლის შემდეგ -  ცხელი წყლის ორთქლისგან სასუნთქი ჰაერი არ რჩება. ასევე საშხაპიდან გამოსული ორთქლი გასახდელში იყრის თავს, სადაც ფანჯარაც არ აქვთ. ამის გამო, ზიანდება ახალი გარემონტებული ადმინისტრაციის თანამშრომლების ოთახებიც.

მართალია ღიობები დატოვებულია, როგორც სველ წერტილებში, ასევე საშხაპეებში, მაგრამ ვითარებას აღნიშნული ვერ ცვლის.

რატომ ჩატარდა ასეთი დანიშნულების ადგილების რეაბილიტაცია სავენტილაციო სისტემის მოწყობის გარეშე? კითხვით რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურს მივმართავთ. სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ტაბაღუა ამბობს, რომ სპორტკომპლექსი დიდი შენობაა და მისი ყველა საჭიროების მოგვარება, ასე უცბად, ქალაქის ბიუჯეტს არ შეუძლია.  

„ მეც ვთავაშობდი მაგ სპორტკომპლექსში და ისეთი სიტუაცია იყო შხაპს, რომ იღებდი გარშემო არაფერს უნდა გაკარებოდი. წლების განმავლობაში მანდ არაფერი გაკეთებულა. ჩვენ ჩავუტარეთ რეაბილიტაცია შენობის იმ ნაწილს, სადაც ეს გადაუდებელი იყო.

გვაქვს ასევე 500 ათას ლარიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შენობაში ერთიანი სავენტილაციო და გათბობის სისტემის მოწყობას. ეს პროექტი შეიძლება მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაჯდეს," - საუბრობს რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

თემაზე ქვემო ქართლის გუბერნატორსაც დავუკავშირდით. ამბობს, რომ მას არ აქვს უფლება თვითმმართველობის შესრულებულ პროექტებს მონიტორინგი ჩაუტაროს. აცხადებს, რომ როგორც ყოფილ სპორტსმენს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს ობიექტებში სავენტილაციო სისტემის არსებობა.

სპორტის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ობიექტის რეაბილიტაციის ვალდებულება ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიღო და შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ხარისხზეც პასუხისმგებლომა მას ეკისრება. ასევე, დასძენენ რომ მიუხედავად ამისა სამინისტრო მოიკითხავს აღნიშნულ საკითხს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას.

აღნიშნული სპორტკომპლექსის ნაწილის რეაბილიტაციის შედეგად, თუ არ ჩავთვლით გამორჩენილ სავენტილაციო სისტემას, შესამჩნევად შეიცვალა და გამოსწორდა შენობის პირველ სართულზე არსებული ინფრასტრუქტურა.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით  

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია