ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:20 
გელა ხუციშვილი - პატრიოტთა ალიანსის გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი - 01 ოქტომბერი 2016

 

წარმოგიდგენთ პატრიოტთა ალიანსის  გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატ გელა ხუციშვილთან ინტერვიუს

 

რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

გარკვეული დროის განმავლობაში ვიმუშვე გაარდაბნის  მუნიციპალიტეტში. მქონდა ბევრი  საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელება დროის სიმცირის გამო ვერ შევძელი. იმედი მაქვს საკანონმდებლო დონეზე უფრო მეტ საინტერესო და სასარგებლო საქმეს გავაკეთებ.

ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

უმუშევრობა, პროდუქტიული ასაკის მოსახლეობის გადინება, მებახჩეობისა და მებოსტნეობის  რაიონი მთლიანად მეცხოველეობაზე არის ორიენტირებული, ყველაზე დიდი პრობლემაა ეროვნებათშორისი ინტეგრაციის პროცესის ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობა. საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლების კერების  არ ქონა.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

არასდროს, არასდროს არ მოვატყუებ მათ.

გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას იმ შემთხვევაში თუ თქვენი დასახელებული პრობლემები, რასაც უკავშირდება დაპირება,  წარმოადგენს უფრო ადგილობრივი ხელისუფლების კომპრტენციას, ვიდრე პარლამენტარისა?

მოსახლეობას არ ვპირდები  იმ პრობლემათა მოგვარებას, რომელიც ადგილობრივი  მმართველობის ორგანოების კომპეტენციაა. პარლამენტში კანონშემოქმედებითი საქმიანობით თანამოაზრე პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას მოვახმარ სახელმწიფოსთვის და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისათვის საციცოცხლო მნიშვნელობის მქონე საკითხების გადაწყვეტას.

რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ გასცემთ?

ნამდვილად  არ ვპირდები მოსახლეობას პენსიების გაზრდას, ხელფასების მომატებას და სოციალური დახმარების სიჭარბეს. ქვეყანაში უნდა განვითრდეს ეკონომიკა. ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფო უნდა აწარმოებდეს მერკანტილიზმის პოლიტიკას, როდესაც საქონლის გატანა ამეტებს კაპიტალის გატანას. ამისათვის კი სამრეწველო დარგების და აგრარული სფეროს განვითრებაა საჭირო და რაც მთავარია, ყველა საშუალებით უმთავრესი მონაპოვარია საჭირო-ეს არის გასაღების ბაზარი.

რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

21-ე, ამჟამად 31-ე  საარჩვნო ოლქი საზღრისპირა რეგიონია. უპირველესად დავაყენებ საკითხს რევიზია ჩაუტარდეს დღემდე გაფორმებულ ყველა საერთაშორისო შთანხმებას და ხელშეკრულებას დაკავშრებულს სასაზღვრო საკითხებთან. ინიცირებას მოვახდენ იმ კანონების, რომლებიც დაარეგულირებენ საზღვრისპირა სოფლებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას. მოვამზადებ კანონპროექტს სასაზღვრო დასახლებების შესახებ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა გახმიანება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

არა თუ გაუქმება, პირიქით მაჟორიტარი დეპუტატების პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით და ამომრჩევლების მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაძლიერებისათვის უნდა შევიდეს ცვლილება კანონმდებლობაში- ამომრჩეველს უნდა ქონდეს უფლება გამოიწვიოს ის დეპუტატი, რომელიც არ პასუხობს ამომრჩველთა მოთხოვნებს.

პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

როდესაც საკითხი სახელმწიფოებრივი მნიშნელობისაა მისი არგუმენტირებული დასაბუთების შემთხვევაში ოპოზიციონერობა არაფერშუაშია.

გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

არამარტო სამუშაო ადგილების გაზრდის და შესაბამისად უმუშევრობის შემცირების, არამედ შევთავაზებ წინადადებებს, რომელიც ზემოთ ნახსენები პრობლემების პარალელურად უზრუნველყოფს უსაფრთხოების, აგრარული, სოციალური და დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრას.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

ამისი უამრავი ფორმა და საშულება არსებობს მთავარია მოსახლეობასთან ურთერთბის სურვილი. მე ასეთი სურვილი ჭარბად მაქვს.

არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

მე საქართლოს მოქალაქე ვარ, თან ყოფილი სამხედრო. ნებისმიერ დროს მზად ვარ მოვიხადო ჩემი მოქალაქეობრივი ვალი, იქ სადაც ამის აუცილებლობა იქნება, ჩემი ცხოვრების კრედო ასეთია- სამშობლო, ღირსება, მოვალეობა. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია.

რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?

წინადადებები უამრავია, მაგრამ ერთია უმთავრესი, ყველამ თავის მოვალეობა კეთლსინდისიერად უნდა შეასრულოს.

გაქვთ თუ არა კონკრეტული მოსაზრებები რეგიონში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის?

აქ მოსაზრებები და სპონტანური ქმედებები კი არა, კარგად გააზრებული, გულმოდგინედ დამუშავებული ღონისძიებათა გეგმებია საჭირო,  ყველა შესაძლო მოვლენის გათვალისწინებით, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ რეგიონს.

უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ისევე როგორც ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები უნდა ფუნქციონირებდნენ ერთმანეთის სიახლოვეს დედაქალაქში. გასვლით სხდომები კი შეიძლება ჩატარდეს რეგიონებში.

რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?

მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი კვოტირების და დაგეგმარების. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ადამიანები უნდა მოღაწეობდნენ სახელმწიფოებრივი აზროვნების, მაღალი პროფესიონალიზმის, ჯანსაღი ფსიქიკის დაგაასაკუთრებული გონებრივი თვისებების გათვალისწინებით.

თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?

ამ თემის ასე განზოგადოება და მის ირგვლივ აჟოტაჟი მკრეხელობად მიმაჩნია. ცხადია კითხვა შეფარვით გულისხმობს ერთსქესიანთა ქორწინების საკითისადმი დამოკიდებულებას. სოდომ გომორული ცოდვა ყველა ჯანმრთელი ადამიანისათვის მიუღებელი უნდა იყოს.

აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?

საქართველოს სახელმწიფოს არ უნდა ყვადეს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მას უნდა ქონდეს მუდმივი ინტერესები.

რა მიგაჩნიათ მთავარ პრობლემებად/გამოწვევებად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის გზაზე და რა მთავარი ნაბიჯებია გადასადგმელი ინტეგრაციული პროცესების

სახელმწიფო ენის ცოდნის სავალდებულობა. ეს არის მთავარი, რაც  ხელს შეუწყობს  ინტეგრაციული პროცესების განვითარებას.

 

წყარო: „საქართველოს რეფორმების ასოციაცია"

http://factcheck.ge/

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია