ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:27 
გიგა მოლაშხია - „თავისუფალი დემოკრატების“ გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი - 01 ოქტომბერი 2016

 

წარმოგიდგენთ „თავისუფალი დემოკრატების" გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატ გიგა მოლაშხიასთან ინტერვიუს

 

რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

ამ კონკრეტულ ოლქში კენჭს ვიყრი, რადგან წლების მანძილზე აქ არის უსამართლობა. როგორც შეიარაღებული  ძალების ვეტერანი და ყოფილი სამხედრო ვფიქრობ ოლქში წესრიგია დასამყარებელი და სამართლიანობაა აღსადგენი.

ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

პირველის ეს არის სასმელი წყლის არ არსებობა დასახლებულ პუნქტებში; დევნილების საყოფაცხოვრებო პრობლემები; აბსოლიტურად მთელ რეგიონში ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა; სასოფლო მიწების არათანაბრად განაწილება და ანარქია; სოფლებში სარწყავი არხების მოუწესრიგებლობა.

ყველაფერი ეს მოგვარდება თუ ადგილობრივი თვითმმართველობა სწორად გაანაწილებს ბიუჯეტს, რომელიც ყოველწლიურად გაწერილია, ამით  პირველ რიგში მოგვარდება საყოფაცხოვრებო-ადგილობრივი პრობლემები.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ჩვენი  წინასაარჩევნო დაპირება არის ის, რომ გაიცემა მხოლოდ  ის დაპირება, რომლის შესრულებასაც შევძლებთ. პირველ რიგში, დავიწყებთ იმას რომ ოლქში მოგვარებული იქნება პირველადი საყოფაცხოვრებო პრობლემები, რომელიც აუცილებელია ადამიანის საარსებოდ - ეს რეგიონს დაეტყობა პირველივე წელს.

გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას იმ შემთხვევაში თუ თქვენი დასახელებული პრობლემები, რასაც უკავშირდება დაპირებაწარმოადგენს უფრო ადგილობრივი ხელისუფლების კომპრტენციას, ვიდრე პარლამენტარისა?

პირველ რიგში აღვადგენ კავშირს და ხიდს ადგილობრივ თვითმმართველობას შორის, რომელიც დღეისთვის ჩატეხილია და არ არსებობს  კომუნიკაცია. ჩვენ უნდა დავავალდებულოთ ადგილობრივი თვითმართველობა, რომ მოუსმინოს ხალხს და მოახდინოს რეაგირება, რათა გაითავისონ თითოეული ის პრობლემა რაც ხალხს აწუხებს.

რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ გასცემთ?

ჩვენი დაპირებების შესრულება აწყობილია, სწორად, გათვლილ ბიუჯეტზე. თუ ჩვენ სწორად გავანაწილებთ არსებულ ბიუჯეტს აუცილებლად მივიღებთ შედეგს,  რომელიც დადებითად აისახება ხალხზე და რეგიონზეც.

რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

ზუსტად იმ კანონების ინიცირებას ვგეგმავ, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ რეგიონის და ხალხის საკეთილდღეო.

რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ უნდა გაუქმდეს, ვიდრე არ იქნება საარჩევნო სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი დასაბუთება  და მათ შორის, იმის გამოც, რომ დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

გამოვიყენებთ ყველა გზას, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ყველამ უნდა მოუსმინოს ხალხს, ვიყოთ ხალხისათვის და ვუსმინოთ ხალხს  და არა პირიქით გვისმინოს ხალხმა.

გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

რა თქმა უნდა, გამოვალთ ინიციატივით, რომ რაც შეიძლება გავზარდოთ და შევქმნათ სამუშაო ადგილები. ხელს შევუწყობთ ადგილობრივი კადრების დასაქმებას და უმუშევრობას დავწევთ მინიმუმზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

აუცილებლად, 24 საათიან რეჯიმში ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას.

არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

სადაც ქვეყანას დავჭირდებით და თუ ჩვენი ძალა და ენერგია დაჭირდება მხოლოდ სამართლიანობისათვის ვიქნებით. მე ჩემს გუნდისა და ხალხის მიმართ ბოლომდე ერთგული ვრჩები.

რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?

ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ მექნება ის წინადადებები, რომ მაქსიმალურად სწორად და ეფექტიანად იქნას გამოყენებული ბოლო თეთრამდე ათვისებული და სწორად გახარჯული ბიუჯეტი, რეგიონის და მოსახლეობის სასიკეთოდ.

გაქვთ თუ არა კონკრეტული მოსაზრებები რეგიონში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის?

რეგიონში უნდა მოწესრიგდეს ის სანიაღვრე სისტემები, რომელიც განადგურებულია.

უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

არ ვუჭერთ მხარს.

რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?

ჩვენ გვაქვს კურსი არჩეული ევროპისკენ ეს გვავალდებულებს, რომ გენდერული  თანასწორობის ბალანსი იქნას დაცული. შესაბამისად, მხარს ვუჭერ ქალთა სავალდებულო კვოტას პარლამენტში. ჩვენი პარტიის სიაში ეს დაცულია.

თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?

ქორწინების კონსტიტუციურად განსაზღვრა, ევროპისადმი საზოგადოებაში მიზანმიმართულად გაღვივებულ ნიჰილიზმს შეამცირებს.

აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?

ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკურ საგარეო კურსს, რუსეთთან უნდა ვიქონიოთ კეთილმეზობლური ურთიერთობ და ოკუპირებულ ტერიტორიებთან უნდა აღდგეს მოლაპარაკება, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს  პოლიტიკაში.

 

 

წყარო: „საქართველოს რეფორმების ასოციაცია"

http://factcheck.ge/

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია