ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:26 
ისიდორე ბოლქვაძე: „სანამ არ მათქმევინეს გამგებელი მაშინებს-ო არ მომეშვნენ" - 03 ოქტომბერი 2016

 

„რუსთავი 2"-მა გაავრცელლა ინფორმაცია, სადაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი საღერეთში მცხოვრები მარად შავაძე და ისიდორე ბოლქვაძე ამავე სოფლის  გამგებლის წარმომადგენელს თამაზ ზურაბიანს წინასაარჩევნო ზეწოლაში სდებენ ბრალს. რესპოდენტების თქმით, მათ სოფლის წარმომადგენელი დაემუქრა და ასევე შეუწყვიტა სოციალური შემწეობა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ მარად შავაძე მოხვდა გეგმიურ გადამოწმებაში, სწორედ ამ მიზნით შეუჩერდა დახმარება, თუმცა მისი სარეიტინგო ქულა დადგენილია და ოქტომბრის თვიდან კვლავ შეძლებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობას.ისიდორე ბოლქვაძე სოციალურად დაუცველია და დრემდე სარგებლობს საარსებო შემწეობით.

ზეწოლის ფაქტზე განცხადება გააკეთა  ენმ-ს თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ წიკლაურმაც.

ჩვენ დავინტერესდით რამდენად სიმართლეს შეესაბამებოდა მარად შავაძეს და ისიდორე ბოლქვაძეს ნაამბობი, რა გახდა საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების საფუძველი , ამიტომ ადგილზე გავეცანით მდგომარეობას.

ისიდორე ბოლქვაძე სოფელ სამღერეთის მაცხოვრებელი: „მე ადრე 7-წევრზე ვიღებდი დახმარებას , შემდეგ შვილები ბათუმში და თბილისში გადავიყვანე სასწავლებლად, ამიტომ მომაკლეს და მხოლოდ სამ წევრს გვაძლევენ სოციალურ დახმარებას, მარადი შავაძემ ჩემთან მოიყვანა რუსთავი 2-ის ჟურნალისტები, მეკითხებოდნენ ვინმე თქვენზე ზეწოლას ხომ არ ანხორციელებსო , არა მეთქი ვეუბნეოდი, სანამ არ მათქმევინეს გამგებელი მაშინებსო არ მომეშვნენ, ალბათ, პოლიტიკური ქულების დაწერა უნდოდათ, მე სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მინდოდა ინტერვიუს მიცემა, ამასწინათ გამგეობიდან 1000 ლარი ჩამირიცხეს სახლის გადასახურად, მედიკამენტებითაც დამეხმარნენ. კარგის მეტი არაფერი მეთქმის ჩვენი სოფლის გამგებელზე და ისე გამომიყვანეს თითქოს რამით უკმაყოფილო ვიყო, არ მომეშვნენ სანამ ის არ მათქმევინეს რაც თვითონ უნდოდათ, მე არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკური პარტიის წევრი."

ისიდორე ბოლქვაძეს შემდეგ მარად შავაძეს ვესტუმრეთ, თუმცა მან ზეწოლის ფაქტებზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

„ რაც თავი მახსოვს სულ ვიღებ დახმარებას, არასდროს შემჩერებია, ეხლა რატო შემიჩერეს? აგვისტოს თვიდან აღარ ამიღია, სწორედ ამიტომ მივედი ნაციონალების შტაბში და გავხდი მათი მხარდამჭერი, ტელევიზიით რომ დამინახა გიორგი კვირიკაშვილმა დამირეკა და მითხრა ყველაფერი კარგად იქნებაო, პატრიარქმაც დამირეკა ჩემი შვილი მოიკითხა. მე რომ მიჭირდა დავით ბაქრაძეს დავურეკე და სწორედ მან გამომიგზავნა რუსთავი 2-ის ჟურნალისტები, იძახიან ოქტომბრის თვეში აიღებ დახმარებასო დაველოდები ვნახოთ რა იქნება."

ჩვენს შეკითხვაზე მოსყიდვის ფაქტი ხომ არ იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რათა რესპოდენტებს ესაუბრათ მათთვის სასურველ თემაზე, მარად შავაძე და ისიდორე ბოლქვაძე კატეგორიულად უარყოფენ.

თამაზ ზურაბიანი გამგებლის წარმომადგენელი სოფელ სამღერეთში ასევე კატეგორიულად უარყოფს მუქარისა და ზეწოლის ფაქტს:

„როგორ გეკადრებათ, მე არასდროს არავის დავმუქრებივარ, რითაც შემიძლია ჩემს კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის ვეხმარები, ასეთი რამ ჩემგან გამორიცხულია, წარმოდგენა არ მაქვს რატომ დასჭირდათ ეს ბრალდებები."

რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტს აბსურდულს უწოდებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძეც:

„რუსთავი 2"-მა რაც გაუშვა ტყუილია. ისიდორეს დანიშნული ჰქონდა 50 ლარი, ახლა დაენიშნა 70 ლარი. ამის გარდა, ჩვენ მას 1000 ლარი ფულადი დახმარებაც გავუწიეთ და წამლებითაც დავეხმარეთ. თვითონ ისიდორე ნუგზარ წიკლაურმა და „ნაციონალებმა" ძალით ალაპარაკა.

აბა ვინ აშინებს მარად შავაძე ან როდის შეაშინა? ვინ ნახა ეს მარადი საერთოდ? დაასახელოს ვინ შეაშინა და დავიჭიროთ. ჩვენს რწმუნებულს ის 6 თვეა საერთოდ არ უნახავს...

„რუსთავი 2"-მა რომ გაუშვა თითქოს რწმუნებული აშინებსო, ახლა დაურეკეს რწმუნებულს და ბოდიში მოუხადეს, არასწორად გავიდაო", - განაცხადა თედორაძემ."

 

ნინო ჩოქური

ინფორმაციის წყარო: გაზეთი „დიდგორელები"

                                                                                                 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია