ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:28 
რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადასატან ყუთებს არ მიყვებიან - 08 ოქტომბერი 2016

რუსთავის 29-ე საარჩევნო ოლქის #1 და #3 საარჩევნო უბნებზე „ნაციონალური მოძარობის" წევრებმა საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთის გაყოლაზე უარი განაცხადეს. #3 საარჩევნო უბნის „ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრმა ლალი ყოლბაიამ განაცხადა, რომ ყუთს ვერ გაყვება და იმუშავებს საარჩევნო უბანზე. მსგავსი ვითარება შეიქმა რუსთავის #1 საარჩევნო უბანზეც. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მანანა გუინაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრმა მათთანაც უარი თქვა ამომრჩეველთა ყუთის გაყოლაზე. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური აცხადებს, რომ კანონით არ აქვთ უფლება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უარი თქვან იმ მოვალეობის შესრულებაზე, რაც მათ შეხვდათ, თუმცა იმისთვის, რომ უბანზე არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი - ხდება ყუთის გაყოლის მოვალეობის სხვა კომისიის წევრებზე განაწილება. აცხადებს, რომ მსგავსი ვითარება რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. 


მანონ ბოკუჩავა

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE"

გაზეთი „ ქვემო ქართლი" (გამოდის ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე)

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი-დემოკრატიის ფუნდამეტი" ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია