ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:19 
რუსთავის მე–16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გახსნილ საარჩევნი უბანზე ფოტო–ვიდეო გადაღებე იკრძალება - 08 ოქტომბერი 2016

რუსთავის მე-16 სასჯელარსრულების დაწესებულებაში გახსნილ 86-ე უბანზე (გამონაკლის შემთხვევაში გახსნილი უბანი) ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია. ასევე ადმინისტრაცია დამკვირვებელბეს და მედიის წარმომადგენლებს მობილური ტელეფონის შეტანის უფლებას არ აძლევს. ჩვენ საკითხზე ცესკოს დავუკავშირდით და განვუმარტეთ, რომ ჟურალისტური საქმიანობისთვის გვჭირდებიდა უბნის გადაღება. ცესკოს განცხადებით მათ არ აქვთ შეზღუდვა დაწესებული მედიისთვის, მაგრამ თავად სასჯელარსრულების დაწესებულებების შინაგანაწესი განსაზღვრავს ამ საკითხს.

მე-16 დაწესებულების ადმინისტრაციამ შინაგანაწესი გაგვაცნო, სადაც მითითებული იყო ფოტო-ვიდეო გადაღება და მობილურის გამოყენასთან დაკავშირებეული შეზღუდვა. შესაბამისად ჩვენ აღნიშნულ უბანზე ვერ გადავიღეთ საარჩევნო პროცესი, ვერ მოხდა ჩამწერით ვერც კომენტარების აღება. ჩვენთან საუბრისას უბნის თავმჯდომარემ დავით ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მათთან ხმას ერთიანი სიით 139 ამომრჩეველი აძლევს, აქედან გადასატანი ყუთით 7 მსჯავრდებული ისარგებლებს, სპეციალური სიით საუბნო კომისიის 12 წევრი და დანარჩენი ამომრჩევლები წარმოადგენენ სამხედრო მოსამსახურეებს და დაწესებლებაში მომუშავე სამოქალაქო პირებს. მისი განცხადებით 10:00 საათის მდგომარეობით ხმა 38 ამომრჩეველმა მისცა.  

 

მანონ ბოკუჩავა

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE"

გაზეთი „ ქვემო ქართლი" (გამოდის ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე)

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი-დემოკრატიის ფუნდამეტი" ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია