ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:09 
„ ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელს ქეშალოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - 08 ოქტომბერი 2016

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელს, გიორგი ტყებუჩავას მარნეულის  საარჩევნო ოლქის #37 უბანზე სოფელ ქეშალოში, საარჩევნო პროცესის დაკვირვების საშუალება არ მიეცა.

„ შევამჩნიე, რომ საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილე ცდილობდა, კონვერტი გაეტნია მოქალაქისთვის საარჩევნო უბნის გარეთ. რაც წარმოადგენს კანონდარღვევას, რადგან კონვერტი და ბიულეტენიც არის სახელმწიფოს საკუთრება.

აღნიშნულზე ჩავინიშნე და სწორედ, ამას მოყვა ჩემ მიმართ თავმჯდომარის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უბნის შიგნით ერთი კედლიდან მეორეზე მახეთქებდა და მაყენებდა შეურაცხყოფას"- აცხადებს  „ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელი გიორგი ტყებუჩავა.

დასძენს, რომ აღნიშნულ უბანზე არ იმყოფებოდა მდივანი და შესაბამისად დამკვირვებლებიც ვერ ახერხებდნენ საჩივრების რეგისტრაციას. აცხადებს, რომ თითქმის ყველა საარჩევნო პროცედურა ქეშალოს უბანზე დარღვევით წარიმართა.

მცდელობის მიუხედავად, კომენტარის მოსაპოვებლად,  ჩვენ ამ დრომდე ვერ დავუკავშირდით მარნეულის საოლქოს თავმჯდომარეს.

 

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE"

გაზეთი „ ქვემო ქართლი" (გამოდის ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე)

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი-დემოკრატიის ფუნდამეტი" ფარგლებში.Logo

 

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია