ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019 წ.  07:47 
მარნეულში, ამ დროისთვის, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს +(ვიდეო) - 22 ოქტომბერი 2016

 

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არჩევნებს აკვირდებიან, როგორც ადგილობრივი ასევე, ეუთოს დამკვირვებლები. ამ დროისთვის 9 საჩივარი დაიწერა. მათი უმრავლესობა არის ტექნიკური ხასიათის დარღვევებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არ გამოვლენილა დარღვევა, რომელსაც შეუძლია არსებითი გავლენის მოახდინოს შედეგზე.

მოვლენები აქტიურად ვითარდება საარჩევო უბნის გარეთ, სადაც ორივე კანდიდატი და მათი მხარდამჭერებია არიან. ამ დროისთვის მათი რაოდენობა (თითოეული პარტიის აქტივის) დაახლოებით 20-30 ადამიანია. ისინი უბნის ეზოს გარეთ დგანან, მცირე ჯგუფებად.

დარღვევების შესახებ მედიასთან განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა გააკეთა. კანდიდატი აცხადებდა, რომ პოლიციის მიერ ხდება სოფლის შიდა გზების ჩაკეტვა, რათა ამომრჩეველმა ვერ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მან მედიის წარმომადგენლები ერთ-ერთ ქუჩაზე წაიყვანა, საიდანაც სავარაუდოდ მიაწოდეს ინფორმაციას, ამის შესახებ. თუმცა მედიის წარმომადგენლებს და თავად კანდიდატს გადაკეტილი გზის ნაცვლად, პოლიციის ავტომობილი ჩიხში, კერძო სახლის წინ მდგარი -  დახვდა. მედიის გამოჩენის შემდეგ მანქანამ დატოვა ტერიტორია.

საარჩევნო უბნის გარშემო და მთელი სოფლის მასშტაბით სახეზეა შსს აქტიური მუშაობა. ამ დროისთვის, ათობით პოლიციელი და სამოქალაქო ფორმაში მყოფი თანამშრომლები იმყოფება ყიზილაჯლოში.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია