პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:49 
შსს-მ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია დაიწყო - 24 ოქტომბერი 2016

 

შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია „ძალა ნდობას" დაიწყო.

კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში" ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

კამპანიის პრეზენტაციაზე შს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, ერთი მხრივ, ცნობიერების ამაღლებამ და მეორე მხრივ, შსს-ს თანამშრომელთა სათანადო მომზადებამ განაპირობა ის შედეგი, რომ გამოცემული შემაკავებელი ორდერების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებლები უპრეცედენტოდ გაზრდილია.

ღონისძიებას შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, სამთავრობო უწყებების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და თავად ძალადობის მსხვერპლები ესწრებოდნენ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი, რეალური ისტორიები უამბეს და იმის შესახებ ისაუბრეს, თუ როგორ გაუმკლავდნენ მათ წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას შსს-ს თანამშრომლების დახმარებით.

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხუთი თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სპეციალური ჟიურის მიერ, ასევე, გამოვლინდა კონკურსის - „საგაზეთო სტატია ოჯახში ძალდობის შესახებ" 3 გამარჯვებული, რომლებსაც სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.

პრეზენტაციის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა და დამსწრე სტუმრებმა სპეციალურ სტენდზე გამოსახულ ლოგოზე საკუთარი ხელმოწერები დატოვეს და ამით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შსს-ს სოციალურ კამპანიას შეუერთდნენ.

 

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

KKPRESS.GE

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია