პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:50 
ქვემო ქართლის და ტავუშის ჟურნალისტებს საზღვრისპირა ტურიზმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს - 27 ოქტომბერი 2016

 

ორგანიზაცია ქვემო ქართლის ეთნოშორისმა ერთობამ „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება" პროექტის ფარგლებში 26-27 ოქტომბერს ქალაქ ბოლნისში მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ  მედიის წარმომადგენლები,  როგორც საქართველოდან ასევე სომხეთიდან. შეხვედრას დაესწრნენ ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონული  ჟურნალისტები.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება"  ხორციელდება სინქრონულად სომხეთსა და საქართველოში. პროექტის  სამიზნე  სწორედ საზღვრისპირა რეგიონებია - საქართველოში ქვემო ქართლი, ხოლო  სომხეთში ტავუშის რეგიონი.  პროექტის მთავარი მიზანი აღნიშნული რეგიონების თემებში  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დასაქმების ახალი პერსპექტივების შექმნა და საბოლოო ჯამში ცხოვრების დონის ამაღლებაა.

მედია შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები სომხეთიდან და პროექტის თანამშრომლები საქართველოდან.

ტრენინგის მიზანი იყო რეგიონალურ ჟურნალისთებთან შეხვედრა და მათი ინფორმირებულობის დონის გაზრდა  ტურიზმის  საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.

ტრენინგს უძღვებოდა სომხეთიდან  მოწვეული ექსპერტი  აქსანა მარტიროსიანი.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ  აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში და რეალიზებულია GIZ-ის მიერ.

პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება" ვებ-გვერდს:
https://www.facebook.com/Cross-Border-Tourism-in-Georgia-and-Armenia-1294881740523354/


ინფორმაციის/ფოტოს წყარო: ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია