ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:28 
„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video) - 30 ოქტომბერი 2016

 

არჩევნების მეორე ტური რუსთავის ორივე მაჟორიტარულ ოლქში (#29,30) მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებთან შეინიშნება მოქალაქეთა მცირე ჯგუფების მუშაობა. ეს ადამიანები ძირითადად ფურცლებით ხელში დგანან და აკეთებენ გარკვეულ ჩანაწერებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით რუსთავის მე-18 საარჩევნო უბანზე საჩივარი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ამირან ჭითავამ დაწერა. ჭითავა აღნიშნავს, რომ წვიმის და სიცივის გამო „ქართული ოცნების" აქტივისტები შემოვიდნენ შენობაში, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი და შენობის ფლიგელში ხვდებიან ამომრჩეველს. დასძენს, რომ ამას იმდენად სისტემატიური სახე აქვს, რომ შეუძლია გავლენა იქონიოს ამ უბნის შედეგზე და ამომრჩეველთა ნებაზე.

აღნიშნული საარჩევნო უბნის შენობის ფლიგელში და შენობის გარეთ, ჩვენც ვხვდებით ჯგუფებად მდგარ ადამიანებს. კითხვაზე, ვინ არიან და რას საქმიანობენ - პასუხობენ, რომ კანონს არ არღვევენ და არიან „ქართული ოცნების" წარმომადგენლები.

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლად გვეცნობა, ანა ზაიჩენკო ამბობს:

„ ჩვენ არ ვახდებთ აგიტაციას და ამომრჩეველზე ზეგავლენას. ჩვენ უბრალოდ ვიმყოფებით იმ შენობაში, სადაც საარჩევნო უბანია და ვითვლით, თუ სულ რამდენი ამომრჩეველია მოსულია. ჩვენ გვაქვს ამის უფლება, ჩვენ ხომ არ ვიმყოფებით საარჩევნო უბნის შიგნით?!" - აცხადებს, ანა ზაიჩენკო.

მსგავსი ვითარებაა რუსთავის მე-16 სკოლასთან, სადაც #12 და #13 საარჩევნო უბნებია. (იხ.ვიდეო) ამ შემთხვევაში ადამიანების ჯგუფი დგას სკოლის ეზოში.

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები. აქ ზედმეტი არაფერი ხდება, ყველაფერი მშვიდად მიდის. მე არავის ვიწერ, მე უბრალოდ ვაკვირდები მოდის, თუ არა ჩემი ამომრჩეველი. როგორ ჩემ ამომრჩეველს სიის გარეშე ვერ ვიცნობ?! 47 კაცი მომყავს მე უკვე მეხუთე არჩევნებია. სახეზე ვიცნობ ყველას, ჩემი მეზობლები არიან" - აცხადებს ია დარბაიძე, რომელიც მე-16 სკოლის წინ ზის და გვეცნობა, როგორც „ქართული ოცნების" აგიტატორი. მის გარშემო ათამდე მოქალაქეა, რომლებიც კითხვაზე შემთხვევით მათ გვერდით სხვა პარტიის აგიტატორიც, ხომ არაა „შემოპარული" ამბობს, რომ ადგილზე ამ დროისთვის მხოლოდ ოცნების ხალხია.

საარჩევნო კოდექსი აგიტაციას კრძალავს მხოლოდ საარჩევნო უბანში, თუმცა სამოქალაქო სექტორი, რომელიც არჩევნების პროცესებს აკვირდება აცხადებს, რომ საარჩევნო უბნის სიახლოვეს პარტიების კოორდინატორების/აგიტატორების მუშაობა  წარმოადგენს უარყოფით ტენდენციას და ამ კუთხით აუცილებელია საკანონმდებლო შეზღუდვის დაწესება.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია