პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:50 
ამომრჩევლის „საჯაროდ“ გამოვლენილი ნება - humanrights.ge - 02 ნოემბერი 2016


საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლის არჩევანის ფარულობა საქართველოს კანონმდებლობით არის დაცული, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლებმა ბიულეტენების კონვერტში ბარათიც ჩადეს, სადაც მათი სახელი და გვარი ეწერა; ამომრჩეველთა ნაწილმა ბიულეტენს პირის მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნა გაუკეთა. აგრეთვე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებმა არჩევანი განსხვავებული ფორმით, კერძოდ, ოთხკუთხედის ფორმით გამოხატეს.

ჯერ კიდევ მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს, დაევალათ მმართველი გუნდის კანდიდატების ოთხკუთხედი ფორმით შემოხაზვა.

30 ოქტომბრის არჩევნების დღის დაკვირვებით ასეთი შედეგი დადგა: „იმ უბნებზე, სადაც საიას დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილები (300-მდე უბანი) დაფიქსირდა 80-მდე შემთხვევა განსხვავებული ფორმით არჩევანის გაკეთების (ოთხკუთხედით ან სამკუთხედით შევსება), ასევე 40- მდე შემთხვევა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის (ზუგდიდის 72-ე უბანზე 30-ზე მეტ კონვერტში  და ზუგდიდის 65.67.80 უბანზე 8 ამომრჩევლის ბარათი იყო კონვერტებში; გლდანის 20.10.23  - 2 ცალ ბიულეტენზე იყო ამომრჩევლის ხელმოწერა.) აღნიშნული შესაძლოა, აჩენდეს კითხვებს ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლის ნების კონტროლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე;

განსხვავებული ფორმით არჩევანის გაკეთების 3 შემთხვევა დაფიქსირდა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ (სამგორის ოლქში 92, 97, 108-ე უბნებზე), ხოლო დანარჩენი შემთხვევები - ქართული ოცნების სასარგებლოდ ზუგდიდის #72 უბანი (1 ბიულეტენი)"- წერია საიას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის შეფასებაში.

ორგანიზაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელის ეკატერინე ფავლენიშვილის განცხადებით, საია ქვემო ქართლის 22 უბანში აკვირდებოდა არჩევნებს. აქედან ნების განსხვავებული ფორმით გამოხატვა 8 შემთხვევაში დაფიქსირდა. 

„დამკვირვებლებს არ გადაუღიათ ფოტო ასეთი ბიულეტებისთვის, ვინაიდან მთვლელებზე მეთვალყურის პოზიცია არ შეხვდათ. საარჩევნო კოდექსის თანახმად ვინც არის მთვლელების მეთვალყურე იმას აქვს  საშუალება გადაღების", - საუბობს ფავლენიშვილი. 

ფალევანიშვილმა humanrights.ge-ს ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ თბილისში გადაღებული ბიულეტენები გადმოუგზავნა, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატები ოთხკუთხედი ფორმით არიან შემოხაზული. (ორგანიზაციის მითითებით ფოტოზე წაშლილია უბნების ნომრები)ამომრჩევლის ნების საჯარო გამოხატვაზე ვკითხულობთ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნების" ანგარიშშიც.
„№66 მაჟრიტარული ოლქის №72 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი), ხმის დათვლის დროს, ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ,  35 კონვერტში საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათები, რაც ამომრჩევლების იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. მათ შორის, ერთ-ერთ ბიულეტენზე ამომრჩეველს გაკეთებული ჰქონდა მინაწერი, რითიც იგი ადასტურებდა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის ფაქტს. აღნიშნულ ბიულეტენებში მოქალაქეებს არჩევანი „ქართული ოცნების" სასარგებლოდ ჰქონდათ გაკეთებული", - წერია „სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში. 

არჩევნების მეთვალყურე კონკრეტული ორგანიზაციების გარდა, ამომრჩევლის განსხვავებული ფორმით ნების გამოხატვაზე ინფორმაციას ცალკეული დამკვირვებლებიც ავრცელებენ. სოციალურ ქსელებში ამის ამსახველ ბიულეტენებს ასაჯაროებენ და არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხზე მსჯელობენ.


ფოტოები: საია; მოქალაქეები - თამთა გოგოლაძე და სალომე მაქაცარია.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

HUMANRIGHTS.GE

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია