პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:49 
შაუმიანში თვითმმართველობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა - 06 ნოემბერი 2016

 

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, „ქვემო ქართლის პრესა/KKPRESS" ახორციელებს პროექტს: „ ინფორმაცია მოდის შენს სოფელში - რეგიონული მედია მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისთვის."

პროექტის ფარგლებში გამოიცა ქართულ-აზერბაიჯანული  (რვა გვერდიანი, ტირაჟი 500) გაზეთი „ქვემო ქართლი," რომელიც ვრცელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

აგრეთვე თვითმმართველობის კოდექსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის, დღეს  მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის დასახლებაში, ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა. ღონისძიების მომხსენებელმა, დოქტორანტმა საჯარო მმართველობის საკითხებში (რევაზ ეგაძე) ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებზე. შეხვედრის ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების მხრიდან დასახელდა სოფლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, #3 საშუალო სკოლის ერთი შენობის ინფრასტრუქტურა, (სკოლა ორ შენობაშია განთავსებული) სასმელი წყლის მომარაგება და ნარჩენების გატანის საკითხები.

პროექტის პარტნიორმა, მარნეულის გამგეობამ უზრუნველყო ღონისძიებისთვის ადმინისტრაციული შენობის დათმობა. აგრეთვე მუნიციპალიტეტი პროექტში ჩაერთო, როგორც მაკავშირებელი რგოლი არასამთავრობო ორგანიზაციასა და ადგილობრივ თემს შორის.

 

KKPRESS.GE

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია