პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:49 
ირმა მესხი: „ქალაქის მერმა ბიულეტენზე ყოფნის დროს გამათავისუფლა“ - humanrights.ge - 11 ნოემბერი 2016


რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ მუნიციპალური აიპის „რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელი ირმა მესხი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ირმა მესხი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების" შტაბის ერთ-ერთი პროგარმის ხელმძღვანელიც იყო, აცხადებს რომ ქალაქის მერმა ის ბიულეტენზე ყოფნის დროს გაათავისუფლა.

„არ ვიცი, რატომ გამათავისუფლეს. უმჯობესია, ამის შესახებ ქალაქის მერს ჰკითხოთ. ჩემთვის მიზეზი არავის უთქვამს. ეს გადაწყვეტილება უკანონოა და ვიწყებ სამართლებრივ დავას. აქამდე ჩემს მუშაობასთან დაკავშირებით ბატონ დავითს არანაირი შენიშნვა არ ჰქონია. ახლა არ ვიცი, რა მოხდა. ვურეკავ და არ მპასუხობს", - განაცხადა ირმა მესხმა. 
მესხის თქმით, გათავისუფლება პოლიტიკური კონტექსტით არ მომხდარა, რადგან ქალაქის მერი „ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

რუსთავის მერი humanrights.ge-ს ზარებს არ პასუხობს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი კითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს ირმა მესხი დაკავებული თანამდებობიდან გვწერს: „გათავისუფლების დროს მესხი არ იმყოფებოდა ბიულეტენზე. მისი გათავისუფლება შრომის კოდექისი 37-ე მუხლის ო-პუნქტის და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 93-ე მუხლის თანახმად მოხდა. ეს იყო საკადრო ცვლილება."

შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ო-ნაწილში ვკითხულობთ: „გათავისუფლების მიზეზი შეიძლება, იყოს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას." დაახლოებით ასეთივე ზოგადია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 93-ე მუხლი, რომელიც ამბობს: „მოხელე სამსახურიდან შეიძლება, გაათავისუფლოს იმ პირმა, ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს."

არაოფიციალური ინფორმაციით, ირმა მესხის გათავისუფლება ქალაქში გავრცელებულ იმ ხმებს უკავშირდება, რომელთა თანახმადაც, ირმა მესხი „ქართული ოცნების" წევრებთან და მაჟორიტარებთან ქალაქის მერის დისკრედიტაციას ცდილობდა. 

 

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

humanrights.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია