პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:49 
„ მეუბნება, ამაზე მე და გუბერნატორი შევთანხმდითო“ - რუსთავის მერის ყოფილი მოადგილე - 17 ნოემბერი 2016

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ რამდენიმე თვის წინ დანიშნული მოადგილე გოჩა ლორია გაათავისუფლა. კითხვაზე რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი, რუსთავის მერიიდან გვწერენ:

„თვითმმართველობა არის ცოცხალი ორგანიზმი, საკადრო ცვლილება ან გადაადგილება აქ ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის უფრო ეფექტურად ფუნქციონირებისთვის საჭიროდ ჩაითვალა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონი გოჩა ლორიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ბატონი გოჩა ლორია მერის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებულია თვითმმართველობის კოდექსის 54 -ე მუხლის ,,ა,გ" და ,,ე" ქვეპუნქტების, 57 მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის მეორე, ასევე 61-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" პუნქტის შესაბამისად" - აცხადებენ რუსთავის მუნიციპალიტეტში.

თითოეული ჩამოთვლილი მუხლი განმარტავს მერის უფლებას დანიშნოს და გაათავისუფლოს მის დაქვემდებარებაში მყოფი კადრები. ასეთივე ფორმით მოხდა რამდენიმე დღის წინ რუსთავის მუნიციპალური ააიპი „რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელის გათავისუფლებაც.

აწ, უკვე მერის ყოფილი მოადგილე გოჩა ლორია აცხადებს, რომ საკადრო ცვლილება უკავშირდება დავით ჯიქიას მის მიმართ გაჩენილ ანტიპატიას.

„ ქალაქის მერს კითხეთ, რატომ გამათავისუფლა! განცხადება დაწერეო მითხრა, მე არ დავწერე... მერე მეუბნება ამაზე მე და გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი შევთანხმდითო და მაშინ გათავისუფლების ბრძანებას ვწერო. ასეც გააკეთა.

მუშაობისას მისგან  არავითარი შენიშნვა არ მიმიღია, ან რა შენიშნვა უნდა მოეცა ერთი დავალებაც არ მოუცია და რაღაცას ჩემით ვაკეთებდი იმასაც ბლოკავდა. კომუნიკაციაში არ შემოსულა ჩემთან საერთოდ"- აცხადებს გოჩა ლორია. ამბობს, რომ საკუთარი უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით გეგმავს. „ ჩემ უკან ჩემი ქალაქი და თანაქალაქელები არიან. ამ ადამიანებს ჩემი იმედი ქონდათ, დღეს უამრავმა რუსთაველმა დამირეკა. მე არ ვაპირებ ამის ასე დატოვებას. ჯიქია ხედავდა ხალხის დადებით განწყობას ჩემს მიმართ და ეს ვერ აიტანა"- დასძენს ლორია.

მერის მოადგილის გათავისუფლებაში მონაწილეობის ბრალდებას, ქვემო ქართლის გუბერნატორი პასუხობს. პაატა ხიზანაშვილის განცხადებით ის არ ერევა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების საკადრო გადაწყვეტილებებში. ამბობს, რომ ჯერ არც მოუკითხავს, თუ რატომ გაუშვეს გოჩა ლორია დაკავებული თანამდებობიდან.

 

 kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია