ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:44 
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 06 დეკემბერი 2016

 

დღეს, 6 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე „ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" წარმოადგინა საბოლოო ანგარიში, რომელშიც შეფასებულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 8 ივნისიდან 30 ნოემბრამდე არსებულ დროის შუალედს.

ორგანიზაციის მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მთლიანობაში არ მიუღწევია ისეთი მასშტაბებისთვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე. მიუხედავად ამისა, მაინც დაფიქსირდა რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია. 

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ტენდენცია გამოიკვეთა 8 ოქტომბრის შემდეგ მეორე ტურამდე არსებულ პერიოდში, როდესაც დაფიქსირდა აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების ათზე მეტი შემთხვევა. კერძოდ, კონკრეტული ადამიანები საუბრობდნენ პოლიტიკური ნიშნით მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე. ასეთი განცხადებების სიხშირის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს არ მოუხდენიათ სათანადო რეაგირება;

არჩევნების პროცესზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების შესახებ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც ეტაპობრივად ქვეყნდებოდა სხვადასხვა ვებგვერდების მეშვეობით. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოებმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაასრულეს გამოძიება წარმატებულად და ვერ მისცეს პასუხისგებაში ამ ჩანაწერების ავტორი ანდა გამავრცელებელი;

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით გამოყენების ყურადსაღები შემთხვევა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას გამოიკვეთა;

წინასაარჩევნოდ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ხშირად კეთდებოდა განცხადებები მათ მხარდამჭერებსა და საარჩევნო კანდიდატებზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება - ზოგიერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ჩვენი აზრით, არასამართლიანი ან კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. ამ კუთხით აღსანიშნავია პარლამენტის მიერ მიღებული უფასო სარეკლამო დროის განაწილების ახალი წესი, ცესკოს ორი დადგენილება და ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოყოფის შესახებ.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება - აღსანიშნავია მმართველი პარტიის „ქართულ ოცნების" საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბური მობილიზება, რასაც, ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ჰქონდა ადგილი;

ასევე, დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის ბევრი ფაქტი, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით;

არჩევნების როგორც პირველი ისე მეორე ტურის წინ განსაკუთრებით გახშირდა სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება ვიდეორგოლებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება - საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ცვლილება, რომლითაც ცალსახად დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნები;

რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ანუ სიტუაციას, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ისეთი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება ხდება, რომლებიც ძირითადად ამომრჩევლის გულის მოსაგებად არის გამიზნული, აღსანიშნავი იყო ცენტრალური ხელისუფლების ორი ინიციატივა: ა) პენსიების მატება პირველი ივლისიდან და ბ) მაღალმთიანი დასახლებებისთვის პირველ სექტემბერს ამოქმედებული შეღავათები. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მსგავსი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება აღარ დაფიქსირებულა"- ასეთია საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მომზადებული ანგარიშის ძირითადი მიგნებები.

 

KKPRESS.GE

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია