ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:42 
პროექტს „ჩვენ ვართ სვანეთი“ რუსთავი უმასპინძლებს - 11 დეკემბერი 2016

 

2016 წლის 14 დეკემბერს, 13 საათზე  რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG) აწყობს პროექტის „ჩვენ ვართ სვანეთი"-ს პრეზენტაციას და ფოტოგამოფენას.

პროექტის მიზანია თანამედროვე სვანური თემის პრიორიტეტების წარმოჩენა, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბავშვების მიერ შეიქმნა არაერთი ფოტო და თხრობითი ისტორია. მათი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.wearesvaneti.org.

შეხვედრაზე განხილული იქნება 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰესის სავარაუდო მშენებლობის საკითხი და ის თემები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო გარემოსთვის საფრთხეს ქმნის. წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრეჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ადგილობრივთა დამოკიდებულებას ასახავს დაგეგმილი მშენებლობის მიმართ.

ასევე მოეწყობა ზემო სვანეთის თემების ჭუბერისა და ნაკრას მცხოვრებთა ყოფის ამსახველი ფოტოგამოფენა, რომლის ავტორია ესპანელი ფოტოგრაფი როზა ვრუმი. გამოფენა დარბაზში 2 დღეს გასტანს.

ასეთი ღონისძიებები უკვე გაიმართა ესპანეთის ქალაქ მალაგაში, ჩეხეთში - პრაღასა და ბრნოში, ასევე ესტონეთის ქალაქ ტალინში. მათი მოწყობა იგეგმება თეთრიწყაროში, ქუთაისსა და თბილისში.

პროექტი განხორციელდა გლობალური მწვანე გრანტების ფონდის (Global Greengrants Fund) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორები არიან ასოციაცია მწვანე ალტერნატივა (GA), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Bankwatch Network), ბალკანეთის ველური ბუნების დაცვის საზოგადოება და სოციალური ფოტოგრაფიის ფონდი კავკასიაში.

საკონტაქტო პირი:

დავით ჭიპაშვილი

მობ. 558 27-72-83

dchipashvili@greenalt.org

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია