ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:42 
არასამთავრობოები სვანეთის ჰესებისგან დაცვას ცდილობენ - 14 დეკემბერი 2016

 

დღეს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციამ (ACSDG) პროექტის „ჩვენ ვართ სვანეთი"-ს პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ნენსკრას ჰესის სავარაუდო მშენებლობის საკითხი.

ღონისძიების მომხსენებლებმა გულიკო შოშიტაშვილმა („საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია") და დავით ჭიპაშვილმა (ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა") ნენსკრა ჰესთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე გააკთეს აქცენტი. მათი განცხადებით, პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშშიც კი ჩანს, რომ ჰესის მშენებლობას შეუძლია ეკოსისტემისთვის არსებითი ზიანის მიყენება. მომხსენებელთა შეფასებით, გარდა იმისა, რომ ადგილი სადაც ჰესის აშენება იგეგემება წარმოადგენს ადგილობრივების ტრადიციულ მემკვიდრეობას, გლობალური დათბობის საუკუნეში, საშიშ გარემოებას წარმოადგენს - ჰესის მყინვარის სიახლოვეს აშენება. დასძენენ, რომ ამ პროექტის განხოცილებას შეუძლია ხელიშეუწყოს მყინვარის დნობას და ღვარცოფებს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მოკლემატრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ადგილობრივთა დამოკიდებულებას ასახავს დაგეგმილი მშენებლობის მიმართ. მოსახლეობის უმრავლესობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. აცხადებენ, რომ არ აპირებენ გადაწყვეტილების შეცვლას და სვანეთის ჰესებისგან გადასარჩენად საზოგადოებისგან მხარდაჭერას ელიან.

დღევანდელ შეხვედრაზე აგრეთვე მომხსენებლებმა ისაუბრეს, რომ მთავრობას სურვილი აქვს, სვანეთში საერთო ჯამში 35 სხვადასხვა სიმძლავრის ჰესი ააშენოს. „მწვანი ალტერანტივას" წარმომადგენლის დავით ჭიპაშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით მეტი სიკეთის მომტანი იქნება, ტურისტული კუთხით სრულად ათვისება სვანეთის (და არა მხოლოდ მესტიის და უშგულის) პოტენციალის, ვიდრე ჰესების მშენებლობა.

ღონისძიების მიმდინარეობისას მოეწყო ზემო სვანეთის თემების ჭუბერისა და ნაკრას მცხოვრებთა ყოფის ამსახველი ფოტოგამოფენა.

პროექტის „ჩვენ ვართ სვანეთი" - მიზანია თანამედროვე სვანური თემის პრიორიტეტების წარმოჩენა, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. პროექტი განხორციელდა გლობალური მწვანე გრანტების ფონდის (Global Greengrants Fund) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორები არიან ასოციაცია მწვანე ალტერნატივა (GA), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Bankwatch Network), ბალკანეთის ველური ბუნების დაცვის საზოგადოება და სოციალური ფოტოგრაფიის ფონდი კავკასიაში.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია