ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:42 
ISFED - ,,იმ მუნიციპალიტეტის ერთეულში, რომლის საზღვრებში რამდენიმე ოლქია გაერთიანებული, მაჟორიტარ დეპუტატებს ცალ-ცალკე ბიუროები არ უნდა ჰქონდეთ" - 19 დეკემბერი 2016

„ სამართლიანი არჩევნები" (ISFED) მაჟორიტარულ ბიუროებთან დაკავშირებით არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე და ამ დრომდე დაუზუსტებელ საკითხებზე საუბრობს. ორგანიზაცია მაჟორიტარებს რეკომენდაციებს სთავაზობს. ISFED ყურადღებას სამ ძირითად საკითხზე ამახვილებს:

1. კანონით არ არის  განსაზღვრული ბიუროში დასაქმებული თანამშრომლების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა;

მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროებში დასაქმებული პირების საქმიანობას არეგულირებს საქართველოს პარლამენტის ბიუროს #29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესისა და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსთვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის" შესახებ დებულება. აღნიშული დებულების თანახმად, ბიუროს თანამშრომლები უზრუნველყოფენ ბიუროს მუშაობის ორგანიზებასა და საქმიანობას. ბიუროში თანამშრომლებს მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ვადით ნიშნავს პარლამენტის აპარატის უფროსი მაჟორიტარი პარლამეტის წევრის წარდგინებით.

მე-8 მოწვევის პარლამენტის მუშაობის პერიოდში არ არსებობდა ერთგვაროვანი პრაქტიკა ან კანონით დადგენილი რაიმე სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავდა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროში დასაქმებულთა რაოდენობას, შესაბამისად, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროში დასაქმებული პირების რაოდენობა თანაბარი არ იყო.  ბიუროებში დასაქმებულთა რიცხოვნობა დამოკიდებული არ იყო შესაბამის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაზე ან რაიმე სხვა მახასიათებელზე. დასაქმებულთა რიცხოვნობას განსაზღვრავდა შესაბამისი მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარი შეხედულებისამებრ.

რეკომენდაცია: კანონით უნდა განისაზღვროს ბიუროში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, რომელიც დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაზე ან სხვა კრიტერიუმზე.

2. არ არსებობს ბიუროში დასაქმებული პირების შერჩევის კრიტერიუმები და ერთნაირი სტანდარტი სახელფასო ფონდთან დაკავშირებით.სხვადასხვა ბიუროში სახელფასო ფონდი და შრომის ანაზღაურება განსხვავებული იყო.

რეკომენდაცია: კანონით უნდა განისაზღვროს ბიუროში დასაქმებული პირის შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები. ასევე, დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საშუალო პარამეტრები.

3. განსაზღვრული არ არის მაჟორიტარი დეპუტატებსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის სტანდარტები.

საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებულია მაჟორიტარი დეპუტატების ვალდებულებები ამომრჩეველთა წინაშე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაჟორიტარი დეპუტატების ვალდებულება შეხვდნენ ამომრჩევლებს და მათ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.მოქალაქეები მაჟორიტარ დეპუტატებს უმრავლეს შემთხვევაში მიმართავენ სხვა სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის თხოვნით. შესაბამისად, ბიუროები კომპეტენციის მიხედვით ანაწილებენ განცხადებებს და უგზავნიან უფლებამოსილ ორგანოებს განსახილველად.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შექმნილია მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის ამსახველი სპეციალური გვერდი.  თუმცა, აღნიშნულ ვებ-გვერდზე მითითებული არ არის არც ერთი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მისამართი,  ბიუროში მიღების გრაფიკი (დღე, საათი), მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტების რაოდენობა, ინფორმაცია ოლქის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. ეს ინფორმაცია ან არ არსებობს, ან სატესტო რეჟიმშია გადართული. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ამომრჩეველს პროაქტიულ რეჟიმში არ აწვდიან ინფორმაციას მათი საპარლამენტო საქმიანობის და აქტივობების შესახებ.

კანონით განუსაზღვრელია როგორ ხდება ამომრჩეველთა მიმართვიანობის აღრიცხვა (წერილობითი და ზეპირი) ბიუროების მიერ. ამასთანავე, ბიუროები მოქალაქეთა წერილებს თვითმმართველობასა და შესაბამის სამინისტროებში აგზავნიან, თუმცა განსაზღვრული არ არის რა სტანდარტის გათვალისწინებით და რომელი მოქალაქის განცხადებაზე ხდება რეაგირება. 

რეკომენდაცია: კანონით უნდა განისაზღვროს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მოქალაქეთა მიმართვიანობის აღრიცხვის ერთიანი ფორმატი. საჭიროა დაინერგოს თითოეულ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების რეაგირების მექანიზმი. გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარ დეპუტატს მოქალაქეები ხშირად სხვადასხვა ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად მიმართავენ, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რა შინაარსის განცხადება რომელ კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება და საბოლოოდ უნდა აღირიცხოს განცხადებაში დასმული საკითხზე/პრობლემაზე რეაგირების შუალედური (შუამდგომლობა კომპეტენტურ ორგანოებთან) და საბოლოო (რა გადაწყვეტილება მიიღო შუამდგომლობაზე კომპეტენტურმა ორგანომ) შედეგი.  

ბიუროების განთავსების საკითხი

მაჟორიტარული ოლქების ახლებური დელიმიტაციის პირობებში საჭირო ხდება, გადაიხედოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების ტერიტორიული განლაგების საკითხი. ცხადია, საკითხი კომპლექსურია და მოითხოვს მხედველობაში იქნას მიღებული ყველა ის ფაქტორი, რაც მოქალაქეებისა და მაჟორიტარი დეპუტატების კომუნიკაციას  ეფექტურს გახდის.
გამოწვევა ეხება როგორც გაერთიანებულ ოლქებს, ასევე რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქად გაყოფილ თვითმმართველ ერთეულს. 
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას ახლებურად უნდა განისაზღვროს ბიუროების დაფინანსების საკითხიც, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს საარჩევნო კოდექსის 1101 მუხლით განსაზღვრულ მაჟორიტარული ოლქის საზღვრებთან. არსებული კანონმდებლობით, თითოეული მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ამომრჩევლებთან ურთიერთობისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოეყოფა ერთჯერადად 5000 ლარი, ასევე ყოველთვიურად - 5000 ლარი. აღნიშნული მიდგომა, ცვლილებას საჭიროებს, რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით, სხვადასხვა მაჟორიტარი დეპუტატის წინაშე სხვადასხვა გამოწვევა დგას. უნდა განისაზღვროს გაერთიანებულ ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შექმნისა და ფუნქციონირების წესები.

 

მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო - გაერთიანებული მუნიციპალიტეტების საზღვრებში.

რეკომენდაცია:

გაერთიანებული მუნიციპალიტეტების შემთხვევაში მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო უნდა შეიქმნას და განლაგდეს ძირითადი ოლქის ტერიტორიაზე, ხოლო დამხმარე ოლქების ტერიტორიაზე მაჟორიტარ დეპუტატს უნდა ყავდეს თითო წარმომადგენელი. წარმომადგენლებმა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ამომრჩეველს შორის გამტარის ფუნქცია უნდა შეასრულოს. წარმომადგენელი დეპუტატის ბიუროს მიაწვდის მოქალაქეთა განცხადებებს და მომართვებს გარკვეული პერიოდულობით, წინასწარ დადგენილი ფორმით, რომელზე რეაგირებას მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე განახორციელებს. 

მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენელი უზრუნველყოს დეპუტატისთვის შეხვედრების გამართვის ორგანიზებას, ამომრჩეველთა ინფორმირებას და სხვა. 

მაგალითად: ონი-ამბროლაური-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო (ოფისი და რამდენიმე თანამშრომელი) განლაგებული იქნება ამბროლაურში (ძირითად ოლქში) ხოლო, მაჟორიტარ დეპუტატს თითო წარმომადგენელი ეყოლება ონში, ამბროლაურში, ცაგერსა და ლენტეხში. 

საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ეკონომიკურად გამართლებული და ეფექტური იქნება, ვინაიდან 4 ოლქში შემცირდება ოფისის ქირავნობის და კომუნალური ხარჯები. 

მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ერთ მუნიციპალიტეტში რამდენიმე მაჟორიტარის შემთხვევაში.

რეკომენდაცია:

იმ მუნიციპალიტეტის ერთეულში, რომლის საზღვრებში რამდენიმე ოლქია გაერთიანებული, მაჟორიტარ დეპუტატებს ცალ-ცალკე ბიუროები არ უნდა ჰქონდეთ. ამის ნაცვლად, თითოეულ ასეთ ერთეულში უნდა არსებობდეს მაჟორიტარი დეპუტატების (პარლამენტის) წარმომადგენლობა, რომელშიც დასაქმებული პირები უზრუნველყოფენ ორი ან მეტი დეპუტატის საქმიანობის კოორდინირებას და ამომრჩეველთან კომუნიკაციას. 
მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია 3 მაჟორიტარი დეპუტატი. ბათუმის ტერიტორიაზე სამი სხვადასხვა ბიუროს საქმიანობის ნაცვლად ეფექტური იქნება არსებობდეს ერთი ბიურო, რომელიც სამივე მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობას შეუწყობს ხელს ამომრჩეველთან კომუნიკაციის ნაწილში, " - წერს „სამართლიანი არჩევნები." 

 

KKPRESS.GE

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია