ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:42 
ზვიად ძიძიგური: „მარნეული-რუსთავის გზის მშენებლობა გაჩერებულია სასამართლო პროცესის გამო" - 26 დეკემბერი 2016

 

საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის ეთერით მარნეული-რუსთავის გზის მშენებლობის საკითხზე ისაუბრა. ძიძიგურმა განაცხადა: „მარნეული-რუსთავის გზის მშენებლობის თემა გაჩერებულია სასამართლო პროცესის გამო".

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ჩვენ ამ საკითხზე ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოვითხოვეთ. როგორც უწყების მიერ გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, 2014 წლის 17 ნოემბერს ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორას საავტომობილო გზის (ე.წ. რუსთავი-მარნეულის უმოკლესო გზა) სარეაბილიტაციო სამუშოების შესყიდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, ღირებულებით 21 180 540.00 ლარი.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს - სამშენებლო-სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია "აკკორდ"-ის წარმომადგენელს საქართველოში (ფილიალი) "აკკორდ ჯორჯიას" დისკვალიფიკაცია მიენიჭა, არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება "აკკორდ ჯორჯიამ" შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოში გაასაჩივრა. თუმცა, უწყებამ კომპანიის ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის 29 ოქტომბერს, დეპარტამენტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერს მიენიჭა სტატუსი - "შეწყვეტილი" და, შესაბამისად, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდა.

2014 წლის 22 დეკემბერს "აკკორდ ჯორჯიამ" თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი შეიტანა და საქართველოს შესყიდვების სააგენტოსთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ერთეტაპიან გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. უზენაესმა სასამართლომ კი, სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

ე.წ. რუსთავი-მარნეულის (მარნეული-ლომთაგორას საავტომობილო გზა) გზის რეაბილიტაცია დროში აღნიშნული სასამართლო დავის შედეგად გაიწელა. თუმცა, კვლავ გაურკვეველია, მოხდება თუ არა გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია ახლა, როდესაც საქმემ ყველა ინსტანცია მოიარა. „რაც შეეხება პროექტის განხორციელებას, მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საკითხი კომპლექსურად იქნება განხილული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის) მონაკვეთების მშენებლობასთან ერთად", - ვკითხულობთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საჯარო ინფორმაციაში.

 

დასკვნა

რუსთავი-მარნეულის გზის მშენებლობაზე ტენდერი ერთ-ერთი პრეტენდენტის მიერ დაწყებული სასამართლო დავის გამო შეწყდა. თუმცა, ახლა, როდესაც ამ საკითხზე სასამართლო დავა დასრულებულია, რასაც ერთ წელზე მეტი დასჭირდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის რეაბილიტაციაზე ახალი ტენდერის გამოცხადებას არ ჩქარობს. უწყებაში განმარტავენ, რომ მარნეული-რუსთავის გზის საკითხი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთების მშენებლობასთან ერთად იქნება განხილული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზვიად ძიძიგურის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

 

წყარო: factcheck.ge  

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია