ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:44 
რუსთავში რეაბილიტირებული კოსტავას გამზირი მძღოლებისთვის პრობლემებს ქმნის - 06 იანვარი 2017

 

რუსთავში კოსტავას გამზირის რეაბილიტაციისთვის  4 მლნ 448 ათასი ლარი დაიხარჯა. მოხდა, როგორც შენობების ფასადის აღდგეა, ასევე გზის და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება.

რამდენიმე დღის წინ, გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობაც აღდგა. მიუხედავად ჩატარებული დიდი სამუშაოსა, პირველი პრობლემა მალევე გამოჩნდა.

„ მარტო მე კი არა მთელი ქალაქი ამას ამბობს, რომ კოსტავას ახალ გზაზე გადაადგილება არის პრობლემა. ქვაფენილი თბილისში, აღმაშენებელზეც არის დაგებილი, მაგრამ არა ასე. დააზიანებს როგორც საბურავებს, ასევე ამის გამო ყველა დაიწყებს ისევ შემოვლითი გზით სიარულს. თუ შეამჩნიეთ ბევრი ასეც აკეთებს" - საუბრობს რუსთაველი უჩა ჯანელიძე.

კოსტავას რეაბილიტირებულ ნაწილზე, ქვაფინილი საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკეთზეა დაგებული. როგორც ავტომობილით ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მასზე გადასვლისა იქმნება შესამჩნევი ვიბრაცია.

საკითხზე რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ გამზირის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა.

„ კოსტავას გამზირის პროექტი ჯერ დასრულებულად არ ითვლება. ყველა ის ხარვეზი, რომელსაც დაადგენს ტექნიკური ზედამხედვველობა, გამოსწორებული იქნება სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მხრიდან და შესაბამისობაში მოვა ყველა იმ სტანდარტთან, რომელიც პროექტის მიხედვით იყო გათვალისწინებული. რუსთავის მერია ამ ხარვეზების აღმოფხვრამდე ობიექტს ექსპლუატაციაში არ მიიღებს.  ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობას ,,დაგი" ამ დღეებში დაიწყებს"- აცხადებენ რუსთავის მერიაში.

კითხვაზე, პროექტის შესრულებისას მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, რატომ ვერ შეამჩნიეს ქვაფენილის მდგომარეობა აცხადებენ, რომ პრობლემა ადვილად მოგვარდება და გეგმავენ გზის გადაკეტვის გარეშე, ქვაფენილის სამ მონაკვეთზე შეცვლას.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია