ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:35 
„თითქმის ააშენეს და შემდეგ მიატოვეს“ - 13 იანვარი 2017


ქალაქ რუსთავში 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას 2015 წლის იანვარში გადაეცა,  ნახევრადაშენებული შენობა დგას. 2015 წლის იანვარში იმჟამინდელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიას ახალი ინიციატივა გააცნო: „სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწა გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციას და რუსთავში აშენდება ფეხბურთის თანამედროვე აკადემია."

მიწის ნაკვეთი მართლაც გადეცა ფეხბურთის ფედერაციას. გაკეთდა განცხადებები ფედერაციის მხრიდან, რომ  რუსთავში საფეხბურთო აკადემიის ტერიტორიაზე მშენებლობის დასრულების შემდეგ განთავსდებოდა 140 კაცზე გათვლილი სასტუმრო, სამედიცინო, აღსადგენი და ფიტნეს-ცენტრებით, იქნებოდა 6 საფეხბურთო მოედანი, აქედან სამი ხელოვნურ და სამი ბუნებრივ საფარიანი. აგრეთვე ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი, ხელბურთის, კალათბურთის და მინიფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის ერთი დახურული და ორი ღია კორტები.

განცხადებების შემდეგ პროექტის განხორციელებაც დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეში აკადემიის მშენებლობა შეჩერდა. ამჟამად ობიექტი დაუმთავრებელ მდგომეობაშია. არშემდგარი აკადემიის რკინის ჭიშკარს ბოქლომი ადევს. 
„აქვე ვცხოვრობ და ყოველდღე ვუყურებ ამ შენობას. ალბათ, ნახევარი წელია, აქ არაფერი ხდება. ასე ვთქვათ, თითქმის ააშენეს და შემდეგ მიატოვეს", - გვიამბობს ადგილობრივი ხათუნა გოგიტიძე. 

ფეხბურთის ფედერაციაში დამაიმედებელს ვერაფერს ამბობენ. ფედერაციის წარმომადგენლების თქმით, პროექტის ფინანსური მხარე თავიდანვე არასწორად იყო გათვლილი.

„უეფას მიერ გამოყოფილი თანხით მოხდა მხოლოდ პროექტის ნაწილობრივი ფინანსური უზრუნველყოფა. ხელმძღვანელობაში მოსვლის დროს დაგვხვდა შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები სამშენებლო კომპანიების წინაშე. პირველ ეტაპზე აუცილებელი გახდა ამ ვალის გასტუმრება, რათა პროექტი გაგრძელებულიყო. დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიების შედეგად ჩვენ დავფარეთ არსებული დავალიანება, რომელიც 2 მილიონ ლარამდე იყო და აგრეთე განვახორციელეთ პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა სამშენებლო სამუშაო. აკადემიის დასასრულებლად საჭიროა დამატებითი თანხები, რომელთა მოძიებაზეც ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს, რათა პროექტი, რომლის გახსნა ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ დაანონსებული იყო 2015 წლის აგვისტოში, ჩვენ დავასრულოთ მაქსიმალურად სწრაფად", - აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.


მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ყარო:  ადამიანის უფლებათა ცენტრი

humanrights.ge


რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია