ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:37 
რუსთავის უფასო სასადილოს ერთი სადილი 1.38 ლარით განისაზღვრა - 18 იანვარი 2017

რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც სოციალურმა სააგენტომ 100 000 ქულაზე ნაკლები მიანიჭა, რუსთავის უფასო სასადილოში იღებენ მათთვის გამოყოფილ საკვებს. პროგრამა, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის შექმნილია, წლებია კრიტიკის საგანია. 2016 წელს კი, არსებული პრობლემების გამო, თანამდებობა დაატოვებინეს რუსთავის სოციალური სამსახურის უფროსს.

2017 წელს უფასო სასადილოების პროგრამის უზრუნველყოფისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. 
„ტენდერში შპს ალიონმა გაიმარჯვა. კომპანიის უფლება-მოვალეობები გაიწერა ხელშეკრულებაში. აღებულ ვალდებულებებს „ალიონი" მთელი წლის განმავლობაში 840 777 ლარად შეასრულებს. მერიის სოციალური სამსახური ახორცილებს სასადილოების ყოველდღიურ მონიტორინგს, გაუმჯობესებულია მენიუ და მომსახურებაც, შესაბამისად, შენიშნვებიც ნაკლებად ისმის",  - საუბრობს რუსთვის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე. 

რუსთავის მერიაში გვიხსნიან, რომ წელს, სატენდერო პირობების თანახმად, ერთი სადილის ღირებულებამ 1 ლარი და 38 თეთრი შეადგინა. 

 „უფასო სასადილოთ ვსარგებლობთ ადამიანები, რომელთაც საკვების მიღების სხვა საშუალება არ გვაქვს. ჩვენ ეს ერთჯერადი კვება უნდა ვიმყოფინოთ მთელი დღე. ამდენი საკვები კი  ერთ ადამიანზე გათვალისწინებული არაა, არც პური გვყოფნის. რაც შეეხება მომსახურებას, უნდა დაამატონ სასადილოებში მომსახურე პერსონალი და საკვების მომზადება რაც შეიძლება სუფთად უნდა მოხდეს. შეიძლება, გემო ზოგს მოეწონოს და ზოგსაც არა, მაგრამ ყველაფერი სუფთად უნდა იყოს გაკეთებული", - საუბრობს ერთ-ერთი ბენეფიციარი.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ 1 700 ბენეფიციარის გარდა უფასო სასადილოებით სარგებლობას კიდევ 100-მდე რუსთაველი ითხოვს. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ უახლოეს მომავალში დამატებით სიებს შეადგენენ.


წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი

humanrights.ge 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია