პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:39 
რუსთავის მერი: ,,კოსტავაზე მაღალსართულიან კორპუსს ვერავინ ააშენებს“ - 24 იანვარი 2017

 

Myhome.ge-ზე გასაყიდად რუსთავში, კოსტავას გამზირზე კულტურისა და დასვენების პარკის წინ მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაიდო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ რუსთაველის ძეგლი იდგა. მიწის მონაკვეთზე, რომელიც ახლა იყიდება ათამდე ხეა. განცხადებაზე მითითებულ ნომერზე ვრეკავთ, როგორც ერთ-ერთი მყიდველი. ქალბატონი, რომელიც აცხადებს რომ არაა მესაკუთრე და უბრალოდ, ევალება მყიდველებთან კომუნიკაცია -  თხოვნაზე კითხოს მეპატრონეს, რამდენად შესაძლებელია, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მაღალსართულია შენობის მშენებლობა და ხეების მოჭრა, რამდენიმე საათში გვიკავშირდება. გვიხსნის, რომ მეპატრონის თქმით ტერიტორიის შიგნით სულ 2 ხეა და მათი მოჭრა პრობლემას არ შექმნის. ასევე დასძენს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია ცხრასართულიანი კორპუსის აშენება.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ეს მიწის ნაკვეთი, რომელიც რუსთავის პარკის წინ მდებარეობს არის რეკრეაციულ ზონაში და მასზე მაქსიმუმ ზონალური შეთანხმებით ერთსართულიანი კაფე-ბარი თუ აშენდება. გვიხსნიან, რომ ტერიტორიის გაყიდვა 2012 წლის 7 თებერვალს მოხდა და მისი მესაკუთრე მიხეილ მიქაბერიძეა.

„ კოსტავაზე მაღალსართულიან კორპუსს ვერავინ ააშენებს. ეს არის ძველი ქალაქის ძირითადი ნაწილი. მეტსაც გეტვით, ჩვენ წლებია არ გაგვაქვს გასაყიდად პარკის წინ არსებული ტეროტორია, რომელზეც პირამიდა დგას. ამას არ ვაკეთებთ, რადგან ვშიშობთ, რომ შესაძლოა მეპატრონემ გარემოსთვის შეუფერებელი ობიექტი გახსნას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქალაქის ეს ნაწილი ძალიან ღირებულია ჩვენთვის" - საუბრობს რუსთავის მერი, დავით ჯიქია.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია