ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:43 
ახალი იდეა თეთრიწყაროს განვითარებისთვის - 26 იანვარი 2017

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარება, არასდროს იყო პრიორიტეტი,  არც წინა და არც მოქმედი ხელისუფლებისთვის. თუ ერთი ქუჩის რეაბილიტაციისთვის მთავრობა 5 მილიონამდე ლარს ურიცხავს რუსთავს, მსგავსი რამ თეთრიწყაროს ისტორიას არ ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს ტურისტული პოტენციალი აქვს, მისი ამ კუთხით რეალურ განვითარებასაც, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები არ ჩქარობენ. მაშინ, როდესაც დაბალი ანაზღაურების გამო ადგილობრივ ხელისუფლებას უჭირს პროფესიონალი კადრების შენარჩუნება, არც ეს საკითხია ცენტრის დღის წესრიგში. თეთრიწყაროს მიმართ ცოდვები მედიასაც აქვს. ეს არის მუნიციპალიტეტი, რომელის არსებობა ხშირად ცენტრალურ მედიასაც ავიწყდება.

დღეს თეთრიწყაროს განვითარებას სამოქალაქო სექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს. კონკრეტული შედეგის მისაღებად კი მაინც ცენტრალური ხელისუფლებისგან  ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო. ორგანიზაცია „მწვანე კავკასიამ" ურბანული დასახლებების თანამონაწილეობით დაგეგმვაზე პროექტი განახორციელა. მათ მუნიციპალიტეტის საჭიროებები შეისწავლეს და თეთრიწყაროს განვითარებისთვის კონკრეტულ იდეას ლობირებენ.

გიორგი აბულაძე, რომელიც „მწვნე კავკასიის" ხელმძღვანელია ამბობს, რომ მოსახლეობის სურვილია თეთრიწყაროში არსებული ტბის, როგორც რეკრეაციული ზონის რეაბილიტაცია. საუბრობს ტბის გარშემო ინფრასტრუქტურის  მოწყობაზე.

„ თეთრიწყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორცილება. გვაქვს მხარდაჭერა, როგორც ადგილობრივი ხელისუფების ასევე ქვემო ქართლის გუბერნიის  და რეგიონული განვითარების სამინისტროსგან.

პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოსამზადებლად, თანხები  ადგილობრივ ბიუჯეტში არის გათვალისწინებული. შემდეგ მისი განხორცილებისთვის ფინანსები მუნიციპალიტეტმა კაპიტალური ტრანსფერის დახმარებით, ან სხვა გზებით უნდა მოიძიოს  "- საუბრობს გიორგი აბულაძე. ამბობს, რომ პროექტი დაახლოებით 650 000 ლარი ჯდება.

 

მანონ ბოკუჩავა

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია