ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:41 
პრესკონფერენცია - მარნეულის რაიონული პროკურატურის მიერ დანაშაულზე არაეფექტური რეაგირების შესახებ - 12 თებერვალი 2017

ხვალ, 13 თებერვალს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ მარნეულის რაიონული პროკურატურის მიერ დანაშაულზე არაეფექტური რეაგირების შესახებ. დანაშაული ეხება ქალის სიცოცხლის მოსპობისა და განადგურების მუქარას ყოფილი მეუღლის მხრიდან. 

ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი ქალი, 30 წლის განმავლობაში იყო ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან. ის ამჟამად განქორწინებულია, მაგრამ ყოფილი მეუღლე კვლავ აგრძელებს მასზე ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასა და მუქარას როგორც მისი, ისე მისი შვილების სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით.

2016 წლის 9 ნოემბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გამართულ სამოქალაქო პროცესზე, მოძალადე ქმარი დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ადვოკატის, სასამართლო მანდატურისა და სასამართლო მდივნის თანდასწრებით და განაცხადა, რომ აუცილებლად მოკლავდა მას.

მიუხედავად მოძალადე ქმრის მიმართ ორჯერ გამოცემული შემაკავებელი ორდერისა, ეს ღონისძიება სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა შსს-ს მარნეულის რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა გამოძიების დაწყება ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარის გამო.

სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, საქმეზე  გამოძიება დაიწყო, სსკ-ის 151-ე მუხლით (მუქარა), მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი ითხოვდა გამოძიების დაწყებას ამავე კოდექსის 111 მუხლითაც (ოჯახში ძალადობა). გამოძიების დაწყებიდან ორ თვეში, მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ ჩატარდა სრულყოფილად. საგამოძიებო ორგანოს სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად გადაეცა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის  სხდომის ოქმის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებდა მსხვერპლის მიმართ მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტს. მასალებს თან ერთვოდა აუდიო ჩანაწერიც. პროკურორის მიერ მიღებულ დადგენილებაში კი არაფერია ნათქვამი აღნიშნულ მტკიცებულებებზე, რაც ცხადყოფს, რომ გამოძიება არ ჩატარებულა სრულად და ობიექტურად, პროკურორმა არ შეისწავლა საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქალის მიმართ სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარის ფაქტს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას, დროის უმოკლეს ვადაში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები მარნეულის პროკურორის დადგენილების გაუქმებისა და საქმეზე გამოძიების წარმოების განახლების მიზნით, რათა მოხდეს საქმეზე არსებული მტკიცებულებების სრულად და ობიექტურად შესწავლა.  

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ფოტოს წყარო: womenrights42.wordpress.com 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია