ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 წ.  08:00 
მარნეულს ახალი სკვერი აქვს - 16 თებერვალი 2017

 

ქალაქ მარნეულში, ადგილობრივმა გამგეობამ, რუსთაველის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში გამწვანდა ტერიტორია და მოეწყო მიწისქვეშა სარწყავი სისტემა.

„ სკვერში სკამების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილები, ისეა შეჭრილი მწვანე ზოლში, რომ დამსვენებლისათვის/მკითხველისათვის (სკვერი მარნეულის ახალი ბიბლიოთეკის წინ მდებარეობს) შეიქმნას მაქსიმალურად იზოლირებული და მყუდრო გარემო.

ასევე განხორციელდა, მცირე ზომის ერთ სართულიანი კაფის მშენებლობა ტერასით, რომელიც გათვლილია მხოლოდ მზა პროდუქციისა და უალკოჰოლო სასმელის რეალიზაციისათვის.

ყველაზე სასიამოვნო სიახლე კი მძღოლებისთვის არსებული ბიბლიოთეკის შენობის უკანა ტერიტორიაზე გათვალისწინებული ახალი ავტოსადგომია, რომელიც ასფალტობეტონის საფარით მოეწყო.

ამასთან, ურბანული თვალსაზრისით, სკვერის ტერიტორიის მთლიან ნაწილზე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, დაიდგა სანაგვე ურნები, მოეწყო ე.წ. სასმელი წყლის სოკო და მოხდა უკვე არსებული საპირფარეშოს მცირე ნაგებობების დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა.

ახალი დასასვენებელი სივრცე ხელს შეუწყობს მარნეულის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების გაძლიერებას" -აცხადებენ მარნეულის გამგეობაში.

პროექტის განხორციელებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 280 000 ლარი დაიხარჯა.

 

KKPRESS.GE

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2018 ყველა უფლება დაცულია