პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:43 
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - 19 თებერვალი 2017

 

დღეს პარლამენტის წინ "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციას პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ. შეკრებილები აცხადებდნენ, რომ რუსთავის 2-ის დაცვით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას და მედიის დამოუკიდებლობას იცავდნენ.

„ეს შემთხვევა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ აქ ზღვარი გადის, ეს ერთხელ თუ გამოუვიდა ხელისუფლებას და გაუვიდა, მერე უკვე არავინ და არაფერი აღარ არის დაცული. ჩვენ ერთი წელია, ვუყურებთ გამოცხადებულ შურისძიების ქრონიკას რუსთავი2-ის წინააღმდეგ. მიხარია, რომ ამ დრომდე ვერაფერი ვერ მოახერხა ხელისუფლებამ და იმედი მაქვს, ვერ მოახერხებს," - აცხადებდა აქციაზე მყოფი ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი.

სიტყვის თავისუფლების დაცვაზე აკეთებდა აქცენტს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

„ჩემთვის მთავარი მიზანი იყო თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების დაცვა. დაუშვებელია, იმის გამო, რომ გარკვეული სარედაქციო პოლიტიკა აქვს კონკრეტულ არხს, მის წინაღმდეგ იქნას გამოყენებული ყველა მეთოდი/ ვფიქრობთ, ამას კონკრეტული მიზანი აქვს, გზავნილი გაიგზავნოს სხვა მედიასაშუალებთან მიმართებაში, ისინი არ იყვნენ კრიტიკულები," - საუბრობდა ეკა გიგაური.

ფოტორეპორტაჟი იხილეთ ბმულზე..

KKPRESS.GE

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია