ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:39 
GRMA შეშფოთებას გამოთქვამს „გურია NEWS“ ის მიმართ განხორციელებული კიბერშეტევის გამო - 21 თებერვალი 2017

 

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია (GRMA) შეშფოთებას გამოთქვამს ასოციაციის წევრი გამოცემის, მედია სახლი "გურია NEWS" ის მიმართ ბოლო დროს განხორციელებული კიბერშეტევის გამო.

ამის შესახებ ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში, რომელიც 21 თებერვალს გავრცელდა. "გურია NEWS" ამ ასოციაციის წევრია.

როგორც მედიასახლი 
"გურია NEWS" ოფიციალურად აცხადებს,  21 თებერვალს, გამთენიისას, ჰაკერებმა გატეხეს "გურია ნიუსის" ვებგვერდი, წაშალეს ყველა ინფორმაცია და ბაზები. ჰაკერშტევა მედიასაშუალების წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. დაინტერესებული პირების თუ ჯგუფის მასირებული შეტევა ბაზების, ინფორმაციის, ვების სტრუქტურის განადგურებით დასრულდა.

მცირე რესურსების მქონე მედიასაშუალებისთვის, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია, თავდაუზოგავი შრომით, თავგანწირვით, პროფესიული ერთგულებით ცდილობს შემორჩეს მედიაბაზარს, ეს  ძალიან დიდი დარტყმაა.

მედია სახლის "გურია ნიუსის" გამომცემელის, ია მამალაძის განცხადებით, ისინი  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ განახლებული ვებგვერდი მკითხველ აუდიტორიას, მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს. 

"საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია" მიმართავს ყველა სამართალდამცავ, სახელმწიფო სტრუქტურას, პირველ რიგში, კიბერუსაფრთხოების სამსახურს, ვისაც ევალება ამგვარი დანაშაულის პრევენცია, გამოძიება, ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში უზრუნველყონ უსაფრთხოების, სამუშაო გარემოს, საკუთრების დაცვის, მედიის განვითარების ფუნდამენტური უფლებები და გამიძიონ მომხდარი დანაშაული!

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია