ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:41 
სავალან მირზოევი: „მე, როგორც ჩემი სხვა კოლეგები უმრავლესობიდან, მხარს ვუჭერ მოსმენების შესახებ კანონპროექტს“ - 24 თებერვალი 2017

 

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" დაინტერესდა, რა სამუშაო შეასრულეს ამ დროისთვის რეგიონის არჩეულმა მაჟორიტარებმა. ამჯერად ვსაუბრობთ, გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ სავალან მირზოევთან.


რა სამუშაო შეასრულეთ ამ დროისთვის? რომელ კანონპროექტზე მუშაობდით?

ამ ეტაპზე, კანონპროექტზე არ მიმუშავია. ძირითადად, ვმუშაობ ჩემ რაიონში არსებულ პრობლემებზე. დავიწყეთ მიწის პრობლემის შესწავლა. კონკრეტულად კი ვმუშაობთ სოფელ ლემშვენიერაში არსებულ მიწის პრობლემაზე.

რაში მდგომარეობს პრობელმა?

იქ თავის დროზე არ ჩატარდა მიწის რეფორმა. ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში არ აქვს მიწის ნაკვეთები. ეხლა ვმუშაობთ, რომ კანონის ფარგლებში მოვახერხოთ და შეძლონ ადგილობრივმა მოსახლეებმა ნაკვეთების დაკანონება. მსაგვსი პრობლემა არის ქესალოსა და ნაზარლოშიც. წინა ხელისუფლების დროს მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების, საძოვრების გასხვისება.

თქვენ, როგორც მაჟორიტარს ამ საქმეში რისი გაკეთება შეგიძლიათ?

ჩვენ ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ვინტერესდებით წარსულში რამდენად კანონიერად მოხდა ამ მიწების გაფორმება. ახლა ვსწავლობთ ამ სიტუაციას და შემდგომში უკვე ვნახავთ, რა შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი.

ასევე მოგეხსენებათ, პარლამენტის სხდომაზე გამოვედი ინიციატივით, რომ იქნებ მოვიფიქროთ რეგულაციები, რათა მოხერხდეს კაზინოების და სამორინეების ქალაქგარეთ გატანა. ხშირად ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც სამორინე არის სასწავლო დაწესებულებასთან და საზოგადოების თავშეყრის ადგილთან ახლოს. ეს უფრო ხელმისაწვდომს ხდის მათ. ვმუშაობთ ამ საკითხზე, რათა მოხერხდეს რეგულაციების და შეზღუდვების დაწესება.

კარგით, თქვენი ბიუროს საქმიანობაზე ვისაუბროთ. რა პრობლემებზე მოგმართავენ გარდაბნელები?

ძირითადად არის ისეთი პრობლემები, რომელსაც პრობლემასაც ვერ დაარქმევ. არის ისეთი საკითხები, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას უკავშირდება და მათზე ჩვენი მხრიდან ხდება შესაბამისი კოორდინირებული მუშაობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობასაც ვუზრუნველყოფთ.

ჩვენი რეგიონის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარებსა და თვითმმართვლობებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. თქვენ შემთხვევაში როგორაა? როგორ თანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან?

მუშაობას მიადვილებს და ძალიან კომფორტულს ხდის ის, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს გარდაბნის ადგილობრივ თვითმმართველობასთან. მე, გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ვმუშაობთ კოორდინირებულად. ჩვენ ხშირდ გვაქვს შეხვედრები და გავდივართ სხვადასხვა თემებს. არის ისეთი საკითხები, რომელიც სცილდება გამგებლის კომპეტენციას, ასეთ დროს გვიწევს სხვა დონზე საკითხის დაყენება. ასე, რომ შეიძლება ითქვას ჩვენი თანამშრომლობა ამ რეგიონში არის სამაგალითო.

გარდაბნელების სირთულეებზე, რომ ვისაუბროთ, მაინც რა საკითხები რჩება მუნიციპალიტეტში პრობლემად?

რამე განსაკუთრებული პრობელმა მუნიციპალიტეტს არ აქვს. გაზიფიცირება დასრულდა უკვე ლემშვენიერაში, ასევე ქესალოსა და ნაზარლოში. საბავშვო ბაღების მშენებლობაც, რამდენიმე სოფელში უკვე დასრულდა და რამდენიმეს ველოდებით კიდევ. გამოცხადებულია ტენდერები და ახლო მომავალში დაიწყება მშენებლობა. გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქ გარდაბანშიც, მოხდა შიდა ეზოების მოასფალტება.

რომ გითხრათ ახლა, რამე სერიოზული პრობელმა რჩება გარდაბანში ასე არაა.

არის განათლების საკითხებიც. მოსახლეობა ქართული ენის შესწავლის სურვილს აქტიურად გამოთქვამს. ვგეგმავთ ახლო მომავალში განათლების მინისტრის და გარდაბნის სკოლის დირექტორების შეხვედრას.

თქვენ ბრძანდებით საკონსტიტუციო კომისიის წევრი. ახლა რა საკითხებს გადიხართ კომისიაში? თქვენ რა წინადადებები გაქვთ?

მე ვარ კონკრეტულ სამუშაო ჯგუფში, რომელიც მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის და სივრცითი მოწყობის საკითხებზე. იქ, ახლა ძალიან ბევ თემას გავდივართ. ჩემი მხრიდან რამე კონკრეტული წინადადება არ ყოფილა. ჯერ დრო გვაქვს და ვმუშაობთ ამ კუთხით.

რა სახის ცვლილებები უნდა შევიდე, თქვენი აზრით, კონსტიტუციაში?

ჯერჯერობით ამ მხრივ კონკრეტული წინადადება არ მაქვს.

ფარული მოსმენების  შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გკითხავთ. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე?

მე, როგორც ჩემი სხვა კოლეგები უმრავლესობიდან, მხარს ვუჭერ მოსმენების შესახებ კანონპროექტს. ამ საკითხზე ძალიან სერიოზული განხილვები იყო. ჩატარდა სერიოზული სამუშაო, პროცესში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

სამოქალაქო სექტორი და არა მხოლოდ, თვლის რომ ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს..

მე ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ჩვენ შემოგვაქვს ისეთი მოდელი, სადაც იქნება ამ პროცესზე სერიოზული კონტროლი. მათ შორის პარლამენტის და უზენაესი სასამრთლოს მხრიდან. მოგეხსენებათ შეიქმნება კომისია, რომლის წევრიც იქნება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს და გუშინ არ დაწყებულა ამ კანონპროექტეზე მუშაობა, ამაზე სერიოზული განხილვები მიდიოდა.

 

მანონ ბოკუჩავა

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია