ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:43 
სტუდენტური ავტობუსების.. - 09 მარტი 2017

 

რამდენიმე კვირის წინ, რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ ახალი ინიციატივა გააჟღერა. ბეგაძე საუბრობდა სტუდენტებისთვის რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსების დანიშნვაზე. საკითხზე მაჟორიტარი „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალსაც - KKPRESS.GE" ესაუბრა. ბეგაძე აცხადებს, რომ თემაზე მოლაპარაკებები დაწყებულია ყველა შესაბამის უწყებასთან.

ინიციატივას რუსთაველების დადებითი შეფასება მოყვა. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია. თუმცა ვითარება, სამწუხაროდ, ასე მარტივად არ გამოიყურება.  

თემაზე კომენტარს რუსთავის მერი აკეთებს:

,,რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბეგაძის ინიციატივის შესახებ, რომელიც რუსთავი-თბილისის მიმართულებით სტუდენტური ავტობუსების დანიშვნას ეხება, ქალაქის მერიაში ბატონი გიორგისგან წერილი შემოსულია. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი მოსაზრება ჩვენც გვქონდა, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გამო, ამ იდეის განხორციელება მაშინ არ მოხერხდა.  სწორედ, ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი სოციალური პროგრამის დაფინანსების შესახებ და მოგეხსენებათ, რუსთავის მერიაში მუშაობს სოციალური პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებისთვის მგზავრობის საფასურის ფულად ანაზღაურებას ითვალისწინებს. ეს თანხა,  50 ლარის ოდენობით, ამ სტუდენტებს ყოველთვიურად ერიცხებათ პლასტიკურ ბარათებზე.

რაც შეეხება ბატონი გიორგის ინიციატივას, რა თქმა უნდა მისასალმებელია და ჩვენ უახლოეს მომავალში ამ ინიციატივაზე და არსებულ პერსპექტივებზე სასაუბროდ მაჟორიტართან შეხვედრას ვგეგმავთ.  აქ უამრავი ტექნიკური დეტალია გასათვალისწინებელი. ჯერჯერობით ყველაფერი  შესწავლის სტადიაშია. საკითხი დეტალურადაა გასავლელი ყველა შესაბამის უწყებასთან. ბატონ გიორგისაც ექნება გარკვეული კონსულტაციები გავლილი და შეხვედრაზე, რომელზეც მოგახსენეთ  სწორედ ამ თემებზე გვექნება საუბარი. ამ სტადიაში ვართ ახლა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას"- აცხადებს დავით ჯიქია.

პ.ს კომენტარი წერილობითი ფორმით გაკეთდა და უცვლელად გაგაცანით.

 

KKPRESS.GE

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია