პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:43 
„ჩვენმა მეზობელმა, ოკუპანტმა ქვეყანამ, ცოდვის კალო დაატრიალა“ - 09 აპრილი 2017

28 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელიც თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დატრიალდა. საბჭოთა სადამსჯელო რაზმმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. იმ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

ქვეყნის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღე ბოლნისშიც გაიხსენეს. ადგილობრივები ტრადიციულად კულტურისა და დასვენების პარკში, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ.

,,თავისუფლება შენ, თავისუფლება მე...“-ასე ერქვა კომპოზიციას, რომელშიც ბავშვთა თეატრის ,,საზღაპარეთის“ მსახიობები და კულტურის სახლთან არსებული ფოლკროლური ანსამბლი ,,სიონი“ იღებდა მონაწილეობას. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბოლნისის სიონის ტაძრის მოძღვარმა მამა თეოდორემ 9 აპრილს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

,,სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ახსოვს ძალიან ბევრი ტკივილიანი პერიოდი და ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე არის 9 აპრილი, როცა ჩვენმა მეზობელმა, ოკუპანტმა ქვეყანამ, ცოდვის კალო დაატრიალა დედაქალაქში. ჩვენ გვსჯიდნენ ყოველთვის იმისთვის, რომ ქვეყანა ისწრაფვოდა თავისუფლებისაკენ, ამიტომ ვიცავდით ენას, მამულსა და სარწმუნოებას. ზუსტად ამის გამო იყო ჩვენს მიმართ გაცხოველებული ინტერესი, მაგრამ ჩვენი მამულიშვილები და პატრიოტი ადამიანები ღირსეულად უმკლავდებოდნენ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს" - განაცხადა ბოლნისის გამგებლის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა.

 

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: ბოლნისის მუნიციპალიტეტი 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია