ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:38 
MDF ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ - 20 აპრილი 2017

 

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) "ანტიდასავლური პროპაგანდის” ერთწლიანი მედია მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. კვლევაში, 2016 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია არის მიმოხილული, რომელსაც როგორც მედია საშუალებები, ასევე სხვა წყაროები – პოლიტიკური კლასი, სასულიერო პირები, სხვადასხვა ორგანიზაციები და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

კვლევის ძირითადი მიგნებები ასეთია:

„ სულ გაანალიზებული იყო ანტიდასავლური 1 258 გზავნილი, საიდანაც წინა პერიოდის (2014-2015) მსგავსად, ყველაზე მეტი (32, 7 %) კვლავ იდენტობასთან, ადამიანის უფლებებთან და ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხე- ბოდა. შედარებით გაზრდილია ნატოს წინააღმდეგ მიმართული გზავნილები (20,1%), რასაც მოსდევს ზოგადად დასავ- ლეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები (20 %). ამერიკის შეერთებული შტატების (13,5%) წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებს ევროკავშირი მოსდევს (8,9 %), ბოლო ადგილზე კი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ (4,8%) გაკეთებული განცხადებებია.“

„ წინა პერიოდის მსგავსად, დომინირებდა მოსაზრება, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას (232), მიუღებელ ღირებულებებს (64), ებრძვის ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადი- ციებს (48), მართლმადიდებლობას (28), თავს გვახვევს ინცესტს, პედოფილიას, ზოოფილიას, გარყვნილი ცხოვრების წესს (21), ებრძვის ოჯახის ინსტიტუტს (15), რა დროსაც აქცენტი მეტწილად იუვენალურ კანონმდებლობაზე, როგორც საფრთხეზე კეთდებოდა. გამოიკვეთა შემთხვევები (3), როცა მართლმადიდებელი რუსეთი დასავლეთის საპირწო ნედ იყო წარმოდგენილი.“

ნატოს მიმართ: ყველაზე ხშირად ხდებოდა სკეპტიციზმის გაღვივება, რომ საქართველო ნატოს არ სჭირდება და რომ ჩრდი- ლოატლანტიკურ ალიანსისკენ ქვეყნის მისწრაფება უტოპიაა (102), ნატო წარმოდგენილი იყო, როგორც საფრთხე (65), მკვიდრდებოდა აზრი, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას გამოიწვევდა (25), ნატოში ინტეგრაციის საპირწონედ უბლოკო სტატუსი- სა და ნეიტრალიტეტის იდეა ფიგურირებდა, რომელსაც ძირითადად ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო ამკვიდრებდნენ (16), საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა წარმოდგენილი იყო არა როგორც კოლექტიურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი, არამედ როგორც სხვისთვის გაღებული ხარკი (12), ხდებოდა ნატოზე 2008 წელს ჩატარებული პლებისციტის შედეგების და შესაბამისად საზოგა- 15 დოების მხარდაჭერის ეჭვქვეშ დაყენება (11), მკვიდრდებოდა აზრი, რომ ნატო ვერ დაგვიცავს (9), ნატოს ეგიდით საქართველოში ჩატარებული წვრთნები რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციად იყო შეფასებული (8), ხოლო ნატოში ინტეგრაცია თურქეთის საქართველოში ინტერვენციის საფრთხედ იყო წარმოჩენილი (6).“

დასავლეთის მიმართ: მკვიდრდებოდა აზრი, რომ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი მოთამაშე და მას რეალურად დასავლე- თის ქვეყნები მართავდნენ (158), დასავლეთის საპირწონედ რუსეთი იყო წარმოჩენილი (43), ხოლო დასავლეთის საფრთხეებთან გაიგივება ხდებოდა (28), მკვიდრდებოდა აზრი, რომ დასავლეთი ხელს არ უწყობს საქართველოში სამართლიანობის აღდგენას და ხელს უშლის მართლმსაჯულებას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარ- მომადგენელთა მიმართ (10), დასავლეთის მიერ საქართველოს დაცვა (7) და ეკონომიკური განვითარებისა და კე- თილდღეობის მხარდაჭერა (5) ეჭვქვეშ იყო დაყენებული.“

ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ: აშშ ძალადობის, კონფლიქტების, ფერადი რევოლუციების და გადატრიალებების ინსპირა- ტორად იყო მეტწილად წარმოჩენილი (76), ხდებოდა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის საფრთხედ წარ- მოჩენა (43), რომელიც ვერ დაგვიცავს (14), აშშ ტერორიზმის წამახალისებლად (9) და იმ ქვეყნად იყო წარმოდგენი- ლი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას ხელს არ უწყობს (8), მკვიდრდებოდა აზრი, რომ ამერიკაც ოკუპანტია (8), ხოლო რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ბიოუსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართვე- ლოში გაიხსნა, საფრთხესთან იყო გაიგივებული (5), იყო მოსაზრებები, რომ ამერიკისთვის მხოლოდ ფინანსები იყო მთავარი ღირებულება (3) და ის საქართველოს განათლების სისტემას ებრძოდა (3).“

ევროკავშირი/ევროპის ქვეყნების მიმართ:  ევროსკეპტიციზმის გაღვივება ამ კატეგორიაში დომინანტი იყო. მკვიდრდებოდა აზრი, რომ საქართველო ევროკავშირთან ვერც ვიზალიბერალიზაციას მიაღწევს, ვერც გაწევრიანებას, რადგან ევროკავშირი თავად დაიშლება (68), ევროკავშირი და ასოცირების ხელშეკრულება მიგრანტების მიღების ვალდებულებასთან და ტერორიზმის საფრთხესთან იყო გაიგივებული (19), მკვიდრდებოდა აზრი, რომ ევროკავშირი ხელს არ უწყობს სა- ქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას (12), ვიზალიბერალიზაცია და ევროინტეგრაცია დემოგრაფიულ საფრთ- ხესთან იყო დაკავშირებული (7), რა დროსაც ბალტიის ქვეყნების გამოცდილებაზე აპელირება ხდებოდა, გარკვეულ შემთხვევებში საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკავშირი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ლეგალიზების ვალდებუ- ლებას წარმოშობს (2), რომ ევროკავშირი ვერ დაგვიცავს (2), ხოლო რუსული ბაზარი ევროკავშირის ბაზარზე უფრო მიმზიდველია (2).“

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ: დომინანტი იყო მოსაზრება, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ფულზე ყიდიან (37), სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავენ (8), ხდებოდა მოწოდებები უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აკრძალვის თაობაზე (8), რა დროსაც რუსეთს სამაგალითოდ მიიჩნევდნენ, არასამთავრობოებს უცხო ქვეტნის აგენტებად (7) და ერთ შემთხვევა- ში გადატრიალებების ინსპირატორად ასახელებდნენ.“

კვლევის თანახმად, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო მედია (417) იყო, რომელსაც პოლიტიკური პარტიები (372) მოსდევენ, შემდეგ ადგილზე არიან საზოგადოების წარმომადგენლები (281), საზოგადოებრივი ორგანიზაციები (95), სასულიერო პირები (50), ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები (23), კატეგორიაში სხვადასხვა გაერთიანებულია თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის, უცხო ქვეყნის ხელისუფლებისა და რუსი პოლიტიკოსების განცხადებები (15), ბოლო ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებია (5). რაც შეეხება გზავნილების ტიპოლოგიას მედია საშუალებების მიხედვით: ინტერნეტ- პორტალ „საქართველო და მსოფლიოში“ (76), ასევე გაზეთებში „ასავალ-დასავალი“ (53) და „ალია“ (9) იდენტობის, ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების თემა დომინირებს და ნეგატიურ კონტექსტშია წარმოდგენილი; ინტერნეტ- პორტალ „საქინფორმის“ შემთხვევაში ნატოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები  სჭარბობს (26), ხოლო მედია-კავ- შირ „ობიექტივის“ შემთხვევაში (12) – ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

კვლევის ავტორი თამარ კინწურაშვილია, ხოლო მკვლევარები არიან დალი ქურდაძე და სოფო გელავა. მედია მონიტორინგზე მუშაობდნენ თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, რომან ბაინდურაშვილი, თამარ სოფრომაძე, თინა გოგოლაძე, ირაკლი ცხადაძე, მარიამ ცუცქირიძე, ნათია გოგელია და ნათია გოგოლაშვილი.

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: მედიის განვითარების ფონდი (MDF)

 

Kvemokartli.ge 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია