პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:42 
დედამიწის დღე მარნეულში - 22 აპრილი 2017

დედამიწის დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტი დასუფთავების და გამწვანების აქციით შეუერთდა. მუნიციპალიტეტის თვრამეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო დასუფთავების აქციები. დასუფთავდა დაბინძურებული ტერიტორიები, ღირსშესანიშნავი ადგილები და ცენტრალური მაგისტრალები.

აქციაში ჩაერთვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის თანამშრომლები, კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ახალგაზრდები. 

სოფელ საიმერლოში კი ჩატარდა გამწვანების აქცია - დაირგო 50 ცალი ფიჭვის ნერგი, რომელიც მუნიციპალიტეტს  უსასყიდლოდ გადასცა ეროვნულმა სანერგე მეურნეობამ. სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კი ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელმა საწარმომ უზრუნველყო მყარი ნარჩენების სეპარირებისთვის განსაზღვრული პლასტმასის ურნების დადგმაც. 

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როდესაც ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად, რადგან სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცა.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე.

 

Kvemokartli.ge  

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია