პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:41 
არასამთავრობო ორგანიზაციები ვენეციის კომისიას მიმართავენ - 09 მაისი 2017

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვენეციის კომისიისთვის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნა. 

დოკუმენტი ასახავს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED), ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია), ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” პოზიციებს. 

”არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია საარჩევნო სისტემა, კონკრეტულად კი გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი. კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ულიმიტო ბონუსის შემოღებას, რომლის მიხედვითაც ყველა გაუნაწილებელი მანდატი ერთ პარტიას ერგება. საარჩევნო სისტემის ეს ასპექტი უსამართლოა და მნიშვნელოვნად აკნინებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით მიღებულ პოზიტიურ შედეგს. ამასთან, საარჩევნო ბლოკების გაუქმება 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების პირობებში აჩენს რისკებს, რომ არჩევნების შედეგად მაღალი იყოს გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა. ამ გაუნაწილებელი მანდატების ერთი პარტიისადმი მიკუთვნება საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და ხელს შეუწყობს ძალაუფლების ხანგრძლივ კონცენტრაციას ერთი პარტიის ხელში. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული უნდა იყოს მანდატების გადანაწილება პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე მათი შედეგების პროპორციულად. 

გარდა აღნიშნულისა, პრობლემატურია ასევე ქორწინების განსაზღვრა როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. ეს ცვლილება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მზარდი ტენდენციისა და ლგბტ ჯგუფებისათვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებული პრობლემების გათვალისწინებით. ამ ჩანაწერს, რომელიც ჰომოფობიურ და პოპულისტურ კონოტაციას ატარებს გამყინავი ეფექტი ექნება ლგბტ უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში. ქორწინების თანაწორობის თეორიული შესაძლებლობის აკრძალვა პრობლემურია იმის ფონზე, რომ ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ერთი და იმავე სქესის წყვილებისათვის სამოქალაქო პარტნიორობას. არასამთავრობო ორგანიზაიებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე სქესის წყვილთა სამართლებრივი აღიარება და საპირისპირო სქესის წყვილთა მსგავსი უფლებებით უზრუნველყოფა. 

პარლამენტის თავმჯდომარის დაპირებით, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება. შესაბამისად, ვენეციის კომისიის პოზიცია შესაძლოა იყოს ყველაზე ეფექტური მექანიზმი კონსტიტუციის პროექტში არსებული პრობლემური ჩანაწერების გამოსასწორებლად. არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან გააგრძელონ მუშაობა ვენეციის კომისიასთან და მიაწოდონ მას ინფორმაცია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის შემდეგი მიმდინარეობის შესახებ”, - ვკითხულობთ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში. 

 

kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია