ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:25 
ქართული განათლება, კვლევების მიხედვით, ვერ ამართლებს (ინფოგრაფიკა) - 20 მაისი 2017

განათლების  რეფორმის, მასწავლებელთა გადამზადების, ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავების, დახარჯული მილიონების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ საქართველოში მოზარდების ნახევარს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მინიმალური ცოდნაც არ აქვს.

განათლების ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოში მოსწავლეების ცოდნის დონე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება არამხოლოდ საშუალო ნიშნულს, არამედ კვლევაში მონაწილე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ცოდნის დონესაც,  საერთაშორისო რეიტინგებში კი ჩილესა და იორდანიას ეზობლადაა.

PISA-სა და TIMSS-ის 2015 წლის კვლევის შედეგები, რომელიც 2016 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, განათლების სამინისტრომ გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად 2017 წლის მაისში გაასაჯაროვა.

PISA -ს კვლევას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მსოფლიოს 72 ქვეყანაში ატარებს და სწავლობს 15 წლის მოზარდების უნარს, დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს.

საქართველო კვლევებში 2009 წელს ჩაერთო. ყურადსაღებია ის ფაქტი, 2009 წლის შემდეგ, შედეგები უმნიშვნელოდ გავაუმჯობესეთ, თუმცა ამის მიუხედავად, ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნად ვრჩებით.

„ PISA ფოკუსირებულია მოზარდთა შესაძლებლობებზე, გამოიყენონ ძირითად საგნებში მიღებული ცოდნა და უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში„ - ვკითხულობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

გამოდის, საქართველოში მოსწავლეების მინიმუმ ნახევარს ტყუილად უვლია სკოლაში 9 წელი, რადგან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენების ძალა (კვლევებს თუ დავეყრდნობით) არ შესწევს. და ეს მაშინ როცა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შავით თეთრზე წერია, რომ მოსწავლეს უნდა „ განუვითარდეს ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლოს მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენებ."

სამწუხაროდ, ჩვენს მოსწავლეებს ეს უნარ-ჩვევები უფრო ნაკლებადა აქვთ განვითარებული ვიდრე რუს, ყაზახ, მოლდოველ, ლიტველ, ლატვიელ თუ ესტონელ მოსწავლეებს.

იხილეთ ა 

 

ნინო მელიქიშვილი

Kvemokartli.ge

 

მასალის გამოყენა შეგიძლიათ, მხოლოდ, წყაროს მითითებით


რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია