ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:38 
თავისუფლება აფგან მუხთარლის! - 31 მაისი 2017

„თავისუფლება აფგან მუხთარლის!“ - ამ გზავნილით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების ნაწილმა და არასამთავრობოებმა აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და მისი საქართველოდან გატაცება დაგმეს. მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, დროულად გამოავლინონ ქართული მხარის მიერ კანონის დამრღვევი პირები და დასაჯონ. ღონისძიების მსვლელობისას  აქციის მონაწილეებმა თავზე პოლიეთილის პარკები ჩამოიცვეს. მათი თქმით, აღნიშნული ქმედება გამოხატავს იმას, თუ როგორ მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საზღვარზე გადაყვანა. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს. ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარის დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის იანავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მეუღლესთან და შვილთან ერთად.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი, რიგით მეორე, აქცია ხვალ 11 საათზე სუს-ის შენობასთან გაიმართება.

 

kvemokartli.ge 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია