ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:34 
თავისუფალი ზონა: რუსთავში საბჭოთა წარსულის პროპაგანდას ეწევიან - 05 ივნისი 2017

ვერდიქტი: “თავისუფალი ზონის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსთავში საბჭოთა წარსულის პროპაგანდას ეწევიან, აგებულია გადაუმოწმებელ ფაქტზე, მასში მოცემული კონტექსტი კი არასრული და მცდარია.

ანალიზი:

26 მაისს, “თავისუფალი ზონის” წევრმა რუსკა მჭედლიძემ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „დღეს რუსთაველ ბავშვებს, მე-10 სკოლის მოსწავლეებს, თავისუფლების მოედანზე, კომუნისტური წითელი ყელსაბამები გაუკეთეს სკოლის დირექტორი რუსთავის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის, მარიკა ფიროსმანაშვილის დაა… ბავშვებს მაინც დაანებეთ თავი, თქვე მართლა ქოცებო“, – წერდა მჭედლიძე. ამ ინფორმაციას თან ახლავს ფოტო, სადაც სკოლის მოსწავლეებს საბჭოთა სიმბოლიკა – წითელი ყელსახვევები უკეთიათ. ერთ-ერთ კადრში კი მათ გვერდით რუსთავის მე-10 სკოლის დირექტორი მანანა ფიროსმანაშვილიც დგას.

ამ ინფორმაციას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ Facebook-შიც. მოქალაქეები წერდნენ, რომ სკოლის დირექტორი და მშობლები საბჭოთა წარსულის მეხოტბეები არიან.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად სწორად და არსებული რეალობის შესაბამისად იყო ეს ფაქტი წარმოჩენილი. რუსთავის მე-10 სკოლის დირექტორი მანანა ფიროსმანაშვილი აცხადებს, რომ მისი სკოლის მოსწავლეებმა თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ე.წ. ფლეშმობი მოაწყვეს.

„გაკეთებული იყო ფლეშმობი სახელწოდებით: წიგნიდან ამოსული საქართველოს ისტორია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს 1918-1921 წლების საქართველოს ისტორია. ეს პეროდი გამოხატული იყო საქართველოს შინდისფერი დროშით. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გადმოსაცემად კი, ამ შინდისფერ დროშას და მოსწავლეს ფეხი გადააბიჯეს, როგორც პიონერების როლში მყოფმა ბავშვებმა, აგრეთვე მოზარდებმა, რომლებსაც საბჭოთა კავშირის სიმბოლოს – ნამგლის და უროს პოსტერი ეჭირათ. ამით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ 1921 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხედრებზე გადაიარეს და ისე შემოვდნენ“, – განაცხადა რუსთავის მე-10 სკოლის დირექტორმა. მისი თქმით, წარმოდგენისას მათ საქართველოს უახლესი ისტორია, „ვარდების რევოლუციაც“ გააცოცხლეს და საბჭოთა წარსულის საბოლოო დასასრულის ნიშნად, ვარდები მიაყარეს პიონერების როლში მყოფ თანატოლებს.

ფაქტ-მეტრს მე-10 სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა 26 მაისს გამართული წარმოდგენის ჩანაწერი (იხ. ვიდეო) გადასცა. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მოზარდებმა ერთგვარი დადგმა წარმოადგინეს, სადაც პიონერები უარყოფით კონტექსტში, როგორც ოკუპაციის ნაწილი, ისე იყვნენ წარმოჩენილნი. ასევე, წარმოდგენისას სკოლის მოსწავლეებმა დემონსტრაციულად დახიეს ორი პოსტერი, რომელზეც საბჭოთა სიმბოლიკა – ორთავიანი არწივი და ნამგალი-უროს კომბინაცია იყო გამოსახული. ფლეშმობი სცენაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშების ფრიალით დასრულდა.

საკანონმდებლო აქტი „თავისუფლების ქარტია“ გულისხმობს კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას, აგრეთვე კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვას. თუმცა, შემოქმედებით საქმიანობაში (თეატრი, კინო და ა.შ.) კომუნისტური სიმბოლოების გამოყენება აკრძალული არ არის.

 

მანონ ბოკუჩავა

factcheck.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია