პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:35 
იმირის გორაზე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამუშაოები დაასრულა - 06 ივნისი 2017

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებზე:  (იმირის გადაჭრილი გორასა და შულავრის გორაზე), საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ერთთვიანი  სამუშაოები დაასრულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, იმირის არქეოლოგიურ ძეგლზე,   გასვლითი შეხედრა გაიმართა,  რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები,  საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ექსპედიციის ხელმძღვანელმა  პროფესორმა  მინდია  ჯალაბაძემ, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ არქეოლოგებთან  ენდრიუ გრეჰემთან და  სტეფანე ბატიუკთან ერთად შეხვედრის დამსწრეებს წლევანდელი სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრაზე მხარეებმა  ყურადღება გაამახვილეს ძეგლის მნიშვნელობაზე,  განიხილეს მუზეუმის  კონცეფციის საკითხები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს  ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საველე-არქეოლოგიური გათხრები ნეოლითური ხანის ნასოფლარზე - გადაჭრილ გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.

ადგილობრივ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე. პროექტის მენეჯერია ლევან დავითაშვილი, პროექტის  კორდინატორია დავით მაღრაძე. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.

ქვემო ქართლში (სოფ. იმირი) არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და  კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.

სამუშაოების შედეგად გამოვლენილია საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავება და პალეო-ბოტანიკური კვლევა კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ.

აღმოსავლეთ საქართველოს ნეოლითური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ ამ პერიოდში საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და ცხოველების მოშინაურების პროცესი.

2017 წელს ერთობლივ არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ  საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის  სპეციალისტები.

პროგრამის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერების - საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების - არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, პალეობოტანიკის პოპულარიზაცია.

ფოტოს/ინფორმაციის წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტი

 

kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია