ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:26 
2014 წელი, რუსთავის მერი: „მოვახდენთ არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ავაშენებთ ახალს“ - 19 ივნისი 2017

გასულ თვითმმართველობის არჩევნებზე, რუსთაველებს მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია, არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ახალი სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობას დაჰპირდა. თავის საარჩევნო კლიპში (ვიდეო) ჯიქია ამბობდა: „მოვახდენთ არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ავაშენებთ ახალს.“

კითხვაზე, რამდენად შეძლო გაცემული დაპირების შესრულება, რუსთავის მერი ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი იყო, პირველ რიგში, არსებული რესუსის გამოყენება - საბავშვო ბაღებში მოქმედი ჯგუფების რეაბილიტაცია და შემდეგ უკვე, ახლის დამატება.

შედეგები ასეთია: „ 2012 წელს  , ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების" 21 საბავშო ბაღში  133 ჯგუფი ფუნქციონირებდა.  2013 წელს დაემატა 7 ახალი ჯგუფი, 2014 წელს 25 ჯგუფი და ჯამში 165 ჯგუფი გახდა.                                                                                                    

2016 წელს, ავარიული მდგომარეობის გამო, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე,  #10 საბავშვო ბაღი დაიხურა და  ბავშვები რუსთავის სხვა ბაგა-ბაღებში გადანაწილდნენ.  2018 წლის იანვრისთვის დასრულდება ამ  ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე ახალი ბაღის მშენებლობა და გაიხსნება 6 ჯგუფი.        

აგრეთვე, 2017 წლის სექტემბერს,   #41 ბაგა-ბაღში ახალი  ჯგუფი დაემატება. ამასთანავე ,,ევროკავშირის" გრანტითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით,  #6, #40 და #41  ბაგა-ბაღებს სრული ენერგო-ეფექტური რეაბილიტაცია  უტარდება.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები  უკვე დასრულდა #6-ე და #40-ე ბაგა-ბაღებში,  #41-ში კი აგვისტოს ბოლოს დასრულდება”- მონაცემებს რუსთავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გვაწვდის.

შედეგების თანახმად 2014 წლიდან დღემდე რუსთავში 29 ახალი ჯგუფი გაიხსნა. 2018 წლისთვის კი ქალაქს შეემატება ერთი ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც აშენდება მე-10 სკოლამდელი დაწესებულების ნაცვლად.

„ ვალდებულება, რომელიც მე ავიღე ამომრჩევლის წინაშე, სრულად შესრულებული არაა. იმიტომ, რომ 7 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც რეალურად სჭირდება რუსთავს, ოთხ წელიწადში ვერ აშენდებოდა. დიდი ნაწილი ჯგუფებისა გარემონტებულია“- აცხადებს რუსთავის მერი დავით ჯიქია. ამბობს, რომ ბაღების უმრავლესობაში შეცვლილია კარ-ფანჯრები და სველიწერტილები. დასძენს, რომ საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის, რომელიც ამ სერვისზე არსებულ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს, 10-11 მილიონი ლარია საჭირო - არსებული ბიუჯეტით კი ამხელა თანხა, მხოლოდ ბაღების მიმართულებით ვერ დაიხარჯება.

დღეისთვის, რუსთავის საბავშვო ბაღების საჭიროებებზე ქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი იხარჯება. მუნიციპალური აიპის „ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წელს, ბაღებში რეგისტრაციისას 1 800 ბავშვი დარჩა სკოლამდელი აღზრდს დაწესებულების გარეშე. მათგან 200 აღსაზრდელის ჩარიცხვა, ეტაპობრივად, ვაკანტური ადგილების გამოჩენის მიხედვით მოხერხდა. წელს, რუსთავის ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 16 ივნისს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით სკოლამდელი აღზრდის გაწესებულების გარეშე 1808 ბავშვი დარჩა. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, მოხდება გასული წლის მსგავსად, რეზერვში მყოფი ბავშვების ეტაპობრივი ჩარიცხვები. აგრეთვე დასძენენ, რომ წელს ბაღში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია. 

 

მანონ ბოკუჩავა

Kvemokartli.ge  მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია