ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:34 
ბოლნისმა ივანიშვილისგან მიღებული “შანსი” ჯერ ვერ გამოიყენა - 02 ივლისი 2017

გასულ წელს, ე.წ. წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ქვემო ქართლის ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. მედიის წარმომადგენლებმა ივანიშვილს რეგიონში არსებულ პრობლემებზე კითხვები დაუსვეს. საუბარი შეეხო ბოლნისში გერმანული უბნების რეაბილიტაციის საჭიროებას. კითხვაზე, შეძლებს თუ არა ფონდი „ქართუ“ ამ კუთხით ბოლნისის მუნიციპალიტეტის დახმარებას, ივანიშვილმა უპასუხა: „შევეცდები [ეს საკითხი] ურიგოდ განიხილონ“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, მოჰყვა თუ არა განვითარება ამ თემას და რა შედგი დადგა დაპირებიდან ცხრა თვის შემდეგ.

ბოლნისის გამგეობაში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, რომ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. გამგებელი დავით შერაზადიშვილი ამბობს, რომ ბოლნისის ისტორიული, გერმანული უბნების რეაბილიტაციის წინასაპროექტო დოკუმენტაციას ფონდ „ქართუს“ დაახლოებით ორ კვირაში გადაუგზავნიან.

„არათუ უშუალოდ რეაბილიტაციას, ამ ისტორიული სახლების საპროექტოების მომზადებასაც დიდი თანხები სჭირდება. საშუალოდ, ერთი სახლის საპროექტოს მომზადება 20 ათასი ლარი ჯდება. ჩვენ რომ ასამდე სახლის საპროექტო მოვამზადოთ, ამას ბოლნისის ბიუჯეტი ვერ გაწვდება. ამიტომ, ფონდ „ქართუში“ გადასაგზავნად, ჩვენ წინასაპროექტო დოკუმენტაციას ვამზადებთ. უკვე გვაქვს 68 სახლის აზომვითი ნახაზები, 12 სახლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, პარალელურად მიმდინარეობს სახლების პასპორტიზაცია. ორ კვირაში სრულად გვექნება ასამდე სახლის წინასაპროექტო დოკუმენტაცია და გავაგზავნით“, – აცხადებს ბოლნისის გამგებელი.

გამგებლის თქმით, „ქართუში“ 2-3 გერმანული სახლის საპროექტოს გაგზავნას მათ არჩიეს, სრულად შეექმნათ სარეაბილიტაციო უბნების სურათი და ისე გაეგზავნათ. შერაზადიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ალბათ ორ თვეში მათ რეაბილიტაციის საკითხზე კონკრეტული პასუხი ექნებათ.

გერმანელები საქართველოში ორასი წლის წინ ჩამოსახლდნენ. მათი კოლონიების ნაწილი შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონშიც. ერთ-ერთი მათგანი, კატარინენფელდად წოდებული დღევანდელი ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე დაარსდა. თუმცა, ეს თანაცხოვრება დროებითი აღმოჩნდა. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ყველა გერმანელი გადაასახლეს.

დღეს, ბოლნისში, მხოლოდ 12 შენობას აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. არადა, მათ გარდა ათობით სახლი და გერმანული მარანია, რომელიც ასევე იმ პერიოდშია აშენებული და იმავე იერსახით არსებობს. საცხოვრებელი სახლების გარდა არის სხვა დანიშნულების შენობებიც, მათ შორის მცირე საწარმოებისთვის აშენებული ნაგებობები და ყოფილი ლუთერანული ეკლესია, სადაც ახლა ბოლნისის სპორტულული კომპლექსი ფუნქციონირებს.

თანამედროვე ბოლნისის ქუჩებში სამი ტიპის ტენდენციას ვხედავთ: გერმანული სახლები, რომელიც დრომ და წლების განმავლობაში მიუხედავობამ, თითქმის გაქრობის პირას მიიყვანა. ასეთი შენობები უკვე ნანგრევებს წარმოადგენენ; გვხვდება გერმანული სახლები, რომლებიც თანამედროვე ბოლნისელებმა გადააკეთეს; მესამე ტენდენციას ქმნიან ისტორიული სახლები, რომლებმაც ამ დრომდე შეინარჩუნეს თავისი იერსახე, თუმცა რეაბილიტაციას საჭიროებენ.

 

მანონ ბოკუჩავა

factcheck.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია