ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:40 
რუსთავის ფეხბურთელები შპს რუსთავის „ფოლადის“ სტადიონით სარგებლობას შეძლებენ - 13 ივლისი 2017

საფეხბურთო კლუბ რუსთავის „რუსთავის“ ფეხბურთელები და 270-მდე აღსაზრდელი დღეიდან შპს რუსთავის „ფოლადის“ სტადიონით სარგებლობას შეძლებენ. ამის შესახებ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხდა. 

დავით ჯიქიას თქმით, შპს რუსთავის „ფოლადთან“, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან, მოლაპარაკებები სტადიონის თემაზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს უკანასკნელი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე პრაქტიკულად სიმბოლურ ფასად დათანხმდა. საიჯარო ხელშეკრულება ამ დღეებში გაფორმდება, დღეიდან კი, კლუბის ფეხბურთელები და აღსაზრდელები სტადიონით სარგებლობას უპრობლემოდ შეძლებენ.

,,ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობასთან, ამ პროცესში ჩართული იყო ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაც. მეტალურგიული ქარხანა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად წამოვიდა თანამშრომლობაზე. ამ დღეებში საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება ააიპ ,,რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრსა“ და შპს რუსთავის „ფოლადს“ შორის. ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთად სტადიონის შესყიდვის საკითხზე მუშაობას, მანამდე კი როგორც აღვნიშნე, წლის ბოლომდე , საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებენ ჩვენი სპორტსმენები სტადიონით, ასევე კლუბის აღსაზრდელები უწინდებურად გააგრძელებენ ვარჯიშს“, - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ. 

რუსთავის საკრებულომ დღეს ააიპ ,,რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და დამატებითი თანხები სწორედ საფეხბურთო კლუბ რუსთავის „რუსთავის“ ფეხბურთელებისა და აღსაზრდელების დასაფინანსებლად დაუმტკიცა, რომელშიც სტადიონის იჯარის თანხაც შედის. 

შპს რუსთავის „ფოლადმა“ რუსთავის „რუსთავს“ სტადიონით სარგებლობის უფლება საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, 10 ივლისიდან აუკრძალა, რის გამოც ფუხბურთელები და კლუბის აღსაზრდელები სტადიონზე ვეღარ შედიოდნენ.

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია