ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:39 
დმანისის გამგებელი: რწმუნებულებმა თავიანთი ნებით შეაგროვეს ხელმოწერები - 08 სექტემბერი 2017

„მრავალეროვანი საქართველო“ დმანისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობს. ორგანიზაციამ მედიას განუცხადა, რომ ადგილი აქვს საარჩევნო კანონდებლობის დარღვევას.

„ მოქმედი გამგებელი იბარებს ააიპ-ების ხელმძღვანელებს და ითხოვს მათი თანამშრომლები (მათ შორის არიან ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები) მივიდნენ შტაბში და მხარდამჭერთა სიაში მოაწერონ ხელი.

ასევე „მრავალეროვანი საქართველოს“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რწმუნებულებისგან აგვისტოს თვის დასაწყისიდან ითხოვენ იმ პირების მონაცემების შეგროვებას, ვინც მათ უჭერს მხარს. სწორედ ასეთი დავალების შეუსრულებლობის გამო გათავისუფლებულია ორი სოფლის რწმუნებული“- წერია, „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაში.

„მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი ირმა ბასილაშვილი აცხადებს, რომ გათავისუფლებული რწმუნებულები, ვერ თანამშრომლობენ მედიასთან, რადგან  დაშინებულები არიან.

იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები გრძნობენ საფრთხეს, ორგანიზაციის განცხადებაშიც წერია. „ ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მოწმეები თუ დაზარალებული მხარეები, თავს არიდებენ საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას მათზე და მათ ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორების განხორციელების საფრთხის გამო“ – ვკითხულობთ „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაში.

საკითხზე დმანისის გამგებელი გოგი ბარბაქაძე განმარტავს, რომ ეს არის პოლიტიკური კამპანია მის წინააღმდეგ. ამბობს, რომ ორ რწმუნებულთან დადებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა ამოეწურა და მათთან მორიგი ხელშეკრულება არ გაფორმდა, რადგან რწმუნებულების მუშაობით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილი იყო. ბარბაქაძე რწმუნებულებთან დადებულ ხელშეკრულებებსაც გვიგზავნის, სადაც მათი პერსონალური მონაცემები დაფარულია. ორივე ხელშეკულებაში მოქმედების ვადად მითითებულია 2017 წლის 1 ივლისი-2017 წლის 31 ივლისი.

„ ეს ხელმოწრები, რითაც არკვევდნენ უნდოდა თუ არა მოსახლეობას გამგებლად გოგიტა ბარბაქაძე – მათ თავიათი ნებით შეაგროვეს. რამდენი მოგროვდა და რა იყო, მე მაშინ არც მინახავს. თვითონ ჩაიტანეს პარტიაში – ოცნების თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს სახელზე.

შემდეგ, ეს ამბავი რომ ატყდა, მეც მოვიკითხე. როგორც თვითონ ამბობენ, თუ მე ვინმე გავუშვი იმის გამო, რომ არ მოაგროვა ეს ხელმოწერები, მაშინ ორი რწმუნებული კი არა- 28 უნდა გამეშვა, რადგან ჩემი 40 რწმუნებულიდან ხელმოწერები მხოლოდ 12-ს მოუგროვებია,“ – აცხადებს დმანისის გამგებელი, გოგი ბარბაქაძე.

ბარბაქაძე მოახლოებულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი აღარ იქნება. დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ბარბაქაძის კანდიდატურა (მერად) საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა. კომისიაში ადასტურებენ, რომ საინიციატივო ჯგუფმა ყველა სავალდებულო სამართლებრივი ეტაპი გაიარა და მათი კანდიდატი დარეგისტრირებულია.

მანონ ბოკუჩავა

“ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი kvemokartli.ge”

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია