ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:28 
ISFED - წინასაარჩევნო გარემო ქვემო ქართლის რეგიონში - 08 სექტემბერი 2017

დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედური ანგარიში გამოქვეყნა. ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ საბიუჯეტო ცვლილებებზე და საოლქო საარჩევნო კომისების დაკომპლექტებაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ ყურადღების ცენტრში შემდეგი საკითხები აღმოჩნდა:

ბოლნისი 

2017 წლის 1 სექტემბერს #23 საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ვაკანტურ ადგილებზე განაცხადების განხილვისას აღმოჩნდა რომ სამ კანდიდატს - ია ქოქოსაძეს, ბახადინ გასანოვს და ამირხან მამედოვს - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ოქმის შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო დისციპლინარული სახდელები ჰქონდათ დაკისრებული. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული ფაქტის მიუხედავად სამივე პირი აირჩია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად. 

გარდაბანი 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ივნისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტს გამოეყო 950,000 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ასევე გამოიყო თანხა შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 1,000,000 ლარის ოდენობით.

წალკა 

წალკის მუნიციპალიტეტში ივნისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებული ცვლილებებით თანხა გამოიყო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალკის მუნიციპალიტეტს გადაეცა 943,223 ლარი, რითაც დაიგეგმა გზების და სხვადასხვა ობიექტების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. 


რუსთავი 

რუსთავის მუნიციპალიტეტის ივნისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებული ცვლილებები ძირითადად შეეხო ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს. რუსთავის საკრებულოს 2017 წლის 12 ივლისის N1196 განკარგულების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათის დაწესების პროგრამის ბიუჯეტი შემცირდა 80,000 ლარით, რაც დაემატა მუნიციპალიტეტის ზოგიერთი ააიპ-ის და სსიპ-ის თანამშრომლებისთვის ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათის დაწესების პროგრამის ბიუჯეტს. ა/წ 15 ივნისის N1176 განკარგულებით, ცვლილებები განხორციელდა მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ნაწილში, რასაც დაემატა 70,000 ლარი, ასევე გაიზარდა აუტიზმის, გონებრივ განვითარების და დაყოვნების მქონე ბავშვთან რეაბილიტაციის პროგრამის ხარჯები 15,000 ლარით და მოქალაქეთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამა 20,000 ლარით. 

თეთრიწყარო 

ივნისი-აგვისტოს პერიოდში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები ძირითადად შეეხებოდა ინფრასტრუქტურულ პროგრამებს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროს გამოეყო 624,800 ლარი, რითაც დაიგეგმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზებისა და სხვადასხვა ობიექტების რეაბილიტაცია.

ივნისი-აგვისტოს პერიოდში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილება ძირითადად შეეხებოდა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს. ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად 26 დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს. განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიზარდა 20,000 ლარით.

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Kvemokartli.ge

 სტატია ქვეყნდება "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია"  და ასოციაცია "დემოკრატიული აღმოსავლეთის" ერთობლივი პროექტის – "შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა" ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია"  და ასოციაცია "დემოკრატიული აღმოსავლეთი" არ არიან პასუხისმგებელები მასალის შინაარსზე




 



 


რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია