ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:30 
ოპოზიციას წალკაში საოლქოს არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნეიტრალურობის არ სჯერა - 13 სექტემბერი 2017

წალკის  # 25 საოლქო საარჩევნო კომისიამ 44 უბანზე სრულად  აირჩია  ექვსწევრიანი შემადგენლობა. აღსანიშნავია, რომ   აქამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებში, წალკის საარჩევნო ოლქში 45 საუბნო საარჩევნო კომისია მუშაობდა, ამ არჩევნებისთვის  კი  ერთი უბანი  გაუქმდა.  როგორც წალკის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ,  44-ე  უბანი ამომრჩეველთა სიმცირისა და  45-ე   უბანთან სიახლოვის გამო გაუქმდა.

წალკის  საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 44 უბანზე  264 ვაკანსიის დასაკავებლად,  416 განცხადება იყო შესული.  ყველა უბანზე მოხერხდა სრული შემადგენლობის შერჩევა.

როგორც წალკაში მოქმედი ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები – ის ხალხია, რომელთაც „ქართული ოცნება“ თავის დასაყრდენად მიიჩნევს და მათი შემადგენლობა ყოველ არჩევნებში  იდენტურია.

„ქართული ოცნების შტაბში ხდება სიების შედგენა. შემდეგ, ამ სიების მიხედვით ჩამოყავთ ხალხი„ ქართული ოცნების“ შტაბის ორგანიზებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების შესატანად.

ეს სიები ყოველწლიურად ზუსტად ერთნაირია,  რომ შეადაროთ ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩატარებული არჩევნების დროს, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული კომისიის წევრების სია, ძალიან იშვიათად შეგხვდეთ იქ ახალი, ან უცხო პირი.

ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება აღნიშნულ ადამიანებს მიიჩნევს თავის დასაყრდენად და ემზადება საჭიროების შემთხვევაში, არჩევნების გასაყალბებლად,“- აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წალკის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი, ემზარ დიმიტრაძე.

საოლქოს არჩეული წევრების ნეიტრალურობის არ სჯერათ ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატებსაც.“

,,ქართული ოცნება“   ყველანაირად ცდილობს ის ექვსი წევრი, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს,  იყოს მის მიერ შერჩეული, რომელსაც ყველა ხელისუფლება, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან დაწყებული, იყენებდა სათავისოდ. ეს ტრადიცი, სამწუხაროდ, ისევ გრძელდება. წალკაში არაფერი არ იცვლება, სადღაც შეიძლება იცვლებიან ხელისუფლებები, თანამდებობის პირები და ა. შ.  მაგრამ წალკაში ასე არაა“, – აცხადებს ,, ნინო ბურჯანაძე-დემოკრატების“ წალკის რეგიონული ორგანიზაცის თავმჯდომარე, თემურ მიქელაძე.

წალკის საოლქო საარჩევნო კომისიაში კი ამბობენ, რომ მათ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრის არჩევის დროს, ყურადღება ექცევა გამოცდიელაბას, საარჩევნო მოხელის სერთიფიკატს და საოლქო საარჩევნო კომისიებში გადამზადების შედეგად გაცემულ სერთიფიკატს.  ხმის მიცემა ხდება თითოეული წევრის მიერ დამოუკიდებლად და იმარჯვებს ის კონკურსანტი, რომელიც აგროვებს შვიდ ან მეტ ხმას. საოლქო პროცესში რამე უკანონო ჩარევას უარყოფს.

გურამ კახაძე

“ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი kvemokartli.ge”

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია