ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:43 
მარნეულში ქართული ღვინის კვირეული მიმდინარეობს - 29 სექტემბერი 2017

დღეს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მარნეულში  გაიხსნა  ღვინის კვირეული სახელწოდებით - „მარნეული - ვაზის აკვანი“, სადაც მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიებმა, მცირე და ოჯახური მარნებმა წარმოუდგინეს  საკუთარი პროდუქცია.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო -სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ღია ცის ქვეშ, ჩატარდა ლექცია – პრეზენტაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი წიპწებისა და საღვინე ჭურჭლის შესახებ, რომელსაც   ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი მინდია ჯალაბაძე უძღვებოდა.

სხვადასხვა პერფორმანსთან ერთად ტრადიციულად, საზეიმოდ გაიხსნა ქვევრი, დაიწურა ყურძენი საწნახელში, ანსამბლ „ჰუჯაბის“ მიერ შეასრულებული ფერხულის სიმღერის „საწნახლური“-ს თანხლებით. მოეწყო  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა და გაიმართა ქართული ჭიდაობის ტურნირი.

აღსანიშნავია,  რომ ქართული ღვინის კვირეული, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება და მოიცავს ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. 

ფოტოს/ინფორმაციის წყარო: მარნეულის მუნიციპალიტეტი

Kvemokartli.ge 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია