ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:44 
აღმოსავლეთ ევროპელ ბავშვთა შემოქმედების საერთაშორისო კონკურსი „პასუხისმგებლობა სამყაროზე“ - 30 სექტემბერი 2017

საკონკურსო პერიოდი: 2017 წლის 1 სექტემბერი - 25 ოქტომბერი

ბავშვთა საერთაშორისო კონკურსის „პასუხისმგებლობა სამყაროზე“ (შემდგომში - კონკურსი) ორგანიზატორია კონფესიათაშორისი და საზოგადოებრივი გარემოსდამცველი ორგანიზაციების საერთაშორისო ფორუმი (Interreligious, Civil and Environmental Forum of Eastern Europe (IRCEF) ოთხ ქვეყანაში: საქართველოში, უკრაინაში, ბელორუსსა და მოლდოვაში.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის ყურადღების მიპყრობა სამყაროს მთლიანობის, გარემოს დაცვის აუცილებლობისა და მისი დააზიანების საფრთხეებზე. კონკურსის მონაწილეებმა ნაშრომში უნდა ასახონ თავიანთი თვალით დანახული სამყარო და ხაზი გაუსვან ადამიანის როლს მასში. უნდა აჩვენონ თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა პროცესების, მაგალითად კლიმატის ცვლილების, ტემპერატულული რეჟიმების ცვალებადობის, ეკოსისტემებში ადამიანის ჩარევის, ქალაქების ზრდის ტენდენციის, ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუარესების მიმართ. აჩვენონ რა გავლენა აქვს გარემოსადმი მომხმარებლურ დამოკიდებულებას სოფლის მეურნეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, სახეობების არსებობაზე, მათ სიმბიოზზე, რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი გარემოს დასუფთავება და ა.შ.

მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მოზარდი თაობის  იმ ღირებულებებით აღზრდას, რაცგანაპირობებს მათში პასუხისმგებლობის გაზრდას ბუნებრივი გარემოს, ერთიანი სამყაროს მიმართ.

ვიმედოვნებთ, კონკურსი  არაერთ ტალანატს გამოვლენს.

კონკურსის სამუშაო ენაა ინგლისური და რუსული. ასევე, მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ენა.

 საკონკურსო ნომინაციები

 ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა, ესე, ზღაპარი, ჩანახატი, ლექსი);

  1. ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა, ესე, ზღაპარი, ჩანახატი, ლექსი);
  2. ნახატი;
  3. ფოტო;
  4. ვიდეორგოლი;

 საკონკურსო მოთხოვნები

 1. ნომინაციისთვის „ლიტერატურული ნაწარმოები“

 ნამუშევარი უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონული სახით, საპრიზო ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინების საფუძველზე უნდა წარმოადგინოს ნამუშევრის დედანი ნაბეჭდი სახით.

  • ამ ნომინაციაში გამოყენებული ენები: კონკურსის ენა (ინგლისური ან რუსული) + მონაწილეთა მშობლიური ენა.
  • მოცულობა - doc/docxპროგრამაში შესრულებული A4 ზომის არაუმეტეს 2 გვერდისა (მშობლიურ ენაზე შესრულებულ ნამუშევარს უნდა ახლდეს ინგლისური, ან რუსული თარგმანი. შრიფტის ზომა 12, შრიფტი TimesNewRoman, არეები - სტანდარტული)
  • თითოეულ ავტორს შეუძლია კონკურსზე წარადგინოს არა უმეტეს 4 ლექსი, 2 მოთხრობა, 2 ჩანახატი, 2 ესსე, 2 ზღაპარი.

 2. ნომინაციისთვის „ნახატი“ 

 ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ფანქრით, აკვარელით, გუაშით, პასტელით, ზეთის საღებავით ან ტუშით ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

  • ნახატის ზომები უნდა იყოს არა ნაკლებ 30х40 სმ და არა უმეტეს 50х70 სმ.
  • ნამუშევარი არ უნდა იყოს გაფორმებული პასპარტუს, ან ჩარჩოს მეშვეობით.
  • თავისუფალი არე არ უნდა იყოს 0,5 სმ-ზე ნაკლები;
  • საპრიზო ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინების საფუძველზე უნდა წარმოადგინოს ნამუშევრის დედანი.

3. ნომინაციისთვის „ფოტო“

  • ფოტო შესაძლოა გადაღებული იყოს როგორც ბუნებრივ პირობებში, ასევე სტუდიაში.
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ,  JPG ფორმატში;
  • ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს 5 მბ-ს. 

 

4. ნომინაციისთვის "ვიდეორგოლი" 

 

  • ჟანრი თავისუფალია, შესაძლებელია იყოს როგორც დოკუმენტური, ასევე დადგმული, ანიმაციური და ა.შ.
  • ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 წუთს.
  • ვიდეორგოლი შესაძლებელია გადაღებული იყოს როგორც ვიდეო ან ფოტო კამერით, ასევე ტელეფონითაც;
  • ფაილების გაფართოება mp4, avi;

საკონკურსო პირობები

  • საკონკურსოდ გამოგზავნილ მასალებზე უფლება ეკუთვნის კონკურსის ორგანიზატორ ფორუმს (IRCEF).დაუშვებელია ნამუშევრების რეცენზირება, ისინი არ უბრუნდება ავტორს.
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მონაწილე ქვეყნის ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე საკვირაო სკოლის მოსწავლეს.
  • კონკურსი ტარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში:
  1. პირველი ჯგუფი - 7-12 წელი
  2. მეორე ჯგუფი - 12-16 წელი;
  3. მესამე ჯგუფი - 16-18 წელი.

თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გათვალისწინებულია საპრიზო ადგილები.

შეგახსენებთ, ლიტერატურული ნაწარმოებისა და ნახატის დედანი, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია მიიჩნევს საუკეთესოდ საქართველოში, იგზავნება ფოსტითაც (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიტანოთ და დატოვოთ დახურული კონვერტით) თქვენთვის ხელმისაწვდომ შემდეგ მისამართებზე:

ქ.თეთრიწყარო, ლესელიძის 36, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის ოფისი

საკონტაქტო პირი გულიკო შოშიტაშვილი, ტელ: +995 599 25 70 40

ქ. ახალციხე, რუსთაველის 26, დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისი

საკონტაქტო პირი ჯაბა ნათენაძე, ტელ: +995 593 15 24 34

ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის 107, დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისი

საკონტაქტო პირი ირმა ზოიძე, ტელ: +995 568 51 50 12

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. კოდის საჯარო სკოლა.

საკონტაქტო პირი იზოლდა დევიძე, ტელ: +995 591 27 35 29

ასევე - ჯემალ ბორცვაძე +995 591 12 80 95

  • ერთ ავტორს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ერთ ნომინაციაში.
  • პირობებთან შეუთავსებელი ნამუშევარი არ განიხილება/

შენიშვნა: შეკითხვების არსებობს შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს, ან მოგვწეროთ ზემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

კონკურსის ეტაპები

კონკურსი იყოფა 3 ეტაპად.

1-ელი ეტაპი: შემოქმედებითი - მოსწავლეები და ახალგაზრდები ამზადებენ ნამუშევრებს და აგზავნიან თავის ქვეყანაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზეcompetition.georgia2017@gmail.com.

2017 წლის 1 სექტემბერი - 2017 წლის 25 ოქტომბერი;

მე-2 ეტაპი: ადგილობრივი ჟიური აფასებს ნამუშევრებს, 12 საუკეთესო ნამუშევარს (ასაკობრივი ჯგუფებისა და ნომინაციების რაოდენობის შესაბამისად) უგზავნის ფორუმის ჟიურის კონკურსის გასაგრძელებლად და განსახილველად.

2017 წლის 25-30 ოქტომბერი;

მე-3 ეტაპი:საერთაშორისო ჟიური აფასებს ნამუშევრებს და აქვეყნებს შედეგებს ფორუმის ვებ-გვერდზე http://ircef.org.

2017 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში.

კონკურსის შედეგების გამოქვეყნება

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება ფორუმის ვებ-გვერდზე http://ircef.org

  • კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
  • გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება  ფორუმის სათაო ოფისში, უკრაინაში, უჟგოროდში;
  • ოთხივე ქვეყნიდან შერჩეული საუკეთესო ნამუშევრები  ნომინაციებში „ლიტერატურული ნაწარმოები“, „ნახატი“, „ფოტო“ გამოქვეყნდება ფორუმის სპეციალურ კატალოგში და გავრცელდება კონკურსის მონაწილე ქვეყნებში.
  • გამარჯვებული ვიდეოფილმები ნაჩვენები იქნება ფორუმზე, კონკურსის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

 

შენიშვნა: წინამდებარე კონკურსით ფორუმი გეგმავს საფუძველი ჩაუყაროს და მისცეს ყოველწლიურის სახე სამყაროზე ზრუნვის ამ ფორმას აღმოსავლეთ ევროპაში. სიამოვნებით მოვისმენთ კონკურსთან დაკავშირებულ (შინაარსსა და ფორმაზე) თქვენს მოსაზრებას, შენიშვნებსა და სურვილებს. გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი აზრი საკონკურსოდ მითითებულ მისამართზე.

 

კეთილი სურვილებით,

კონკურსის ორგანიზატორი საქართველოდან

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია

 


რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია