ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:40 
წალკაში ამომრჩეველთა სიების უზუსტობაზე ჩივიან - 02 ოქტომბერი 2017

გასული არჩევნების მსგავსად, წალკაში ახლაც აქილევსის ქუსლს ამომრჩეველთა სიები წარმოადგენს. არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ საარჩევნო სიებში მრავლად არიან  ე.წ მკვდარი სულები.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, წალკის სხვადასხვა უბნებში არჩევნებზე „გაცოცხლებული“ ამომრჩეველთა  რაოდენობა, სიითი რაოდენობის ნახევარს და ხშირ შემთხვევაში, მესამედსაც კი არ შეადგენს.

წალკის   25-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 44 საუბნო საარჩევნო კომისია შეიქმნა. გასული არჩევნების მიხედვით, ამ ოლქში 21000 ამომრჩევლიდან არჩევნებში საშუალოდ 8000 ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას.

ავრანლოს 37-ე საარჩევნო უბანში, სიის მიხედვით 1093 ამომრჩეველია, თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ 400 გამოცხადდა ხმის მისაცემად. როგორც ჩვენთან საუბარში ავრალნოს მკვიდრი ზაზა გობაძე ამბობს, ადგილზე მცხოვრებელი რეალური ამომრჩევლის რაოდენობა მაქსიმუმ 500-ს შეადგენს – დანარჩენები კი სია ისეთი ადამიანებითაა შევსებული, რომლებიც დიდი ხანია უკვე აქ აღარ ცხოვრობენ და შესაძლებელია ცოცხლებიც  აღარ იყვენ.

არწივანის 32-ე საარჩევნო უბანში 547 ამომრჩეველია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 198-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. როგორც ადგილობრივი იაშა  ტოსუნოვი აცხადებს, სიაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უკვე დიდი ხანია გარდაიცვალნენ.

,,მე პირადად ვიცი, რომ ამომრჩეველთა სიაში არიან გარდაცვლილი ადამიანები, ასევე წალკიდან 20-25 წლის წასულებიც“, – საუბრობს ადგილობრივი იაშა  ტოსუნოვი.

ბერთას 33-ე საარჩევნო უბანში სიით  433 ამომრჩეველია.  ფრიდონ დავითაძე  ამ საარჩევნო უბნის  კომისიის   წევრი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და წელსაც, ამავე უბნაზე, კომისიის წევრია.

,, შარშანდელთან შედარებით, წელს სიებში  ამომრჩეველთა  რაოდენობა შემცირებულია  და 433-ს შეადგენს. გასულ არჩევნებში სიაში უფრო მეტი  ამომრჩეველი იყო. ფაქტობრივად კი,  საპარლამენტო არჩევნებში  მხოლოდ 72 ამომრჩეველი გვყავდა. რამხელა სხვაობაა სიასა და ფაქტიურ ამომრჩეველს შორის  თვითონაც ხედავთ. რატომ ხდება ასე არავინ იცის,’’- საუბრობს ფრიდონ დავითაძე.

საარჩევნო სიებში უზუსტობას აპროტესტებენ და  ამას გაყალბების ერთ-ერთ  მექანიზმად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

,,90-იან წლებიდან მოხდა  ბერძენი მოსახლეობის მიგრაცია. სოფლები თითქმის  დაიცალა  და მათგან დიდი ნაწილი აღარ დაბრუნებულა.  ესაა ის ბერკეტი, რის  გამოყენებასაც ცდილობს  სათავისოდ ხელისუფლება. ამომრჩეველთა სიებში მყოფი ე.წ მკვდარი სულებით აპირებენ არჩევნების გაყალბებას.

სწორედ, ამ მიზანს ემსახურებოდა ის, რომ ფაქტობრივად,  „ქართული ოცნების“ შტაბში  მოხდა საუბნო საარჩევნო კომსიებში ოლქის მიერ დასანიშნი კადრების შერჩევა. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად შეუცვლელნი არიან ყველა არჩევნებში დ აასრულებენ სახელისუფლებო ძალების დავალებებს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ არ მივცეთ გაყალბების საშუალება“,- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის “წალკის მერობის კანდიდატი ემზარ დიმიტრაძე.

ამომრჩეველთა სიები სუზუსტობაზე საუბრობს ასევე ,,ახალი საქართველოს” წალკის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯონი ღორჯომელაძე. ,,წალკის საარჩევნო უბნებში, სამწუხაროდ, მწვავედ დგას ეს პრობლემა ფაქტობრივად, არ არსებობს უბანი, სადაც ამომრჩეველთა სია ზუსტია. სიებში არიან გარდაცვლილი ადამიანები, 20-30 წლის წინ საზღვარგარეთ წასულები და ა.შ. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, შეეცდება საჭიროების შემთხვევაში ამ მკვდარი სულების სათავისოდ გამოყენებას – კარუსელის, ყალბი პირადობების და სხვა გაყალბების მექანიზმებით” – ამბობს ,,ახალი საქართველოს” წალკის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯონი ღორჯომელაძე.

 

გურამ კახაძე

“ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი kvemokartli.ge”

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია